მეცნიერებმა მთვარის ზედაპირზე ყინული დააფიქსირეს
ეს საინტერესოა - 18:57, 21 Aug, 2018     3524

სურ: მთვარის სამხრეთ (მარცხნივ) და ჩრდილოეთ (მარჯვნივ) პოლუსებზე არსებული ყინული

მეცნიერები აცხადებენ, რომ აქვთ უტყუარი დამამტკიცებელი საბუთები მთვარეზე ყინულის არსებობის შესახებ, რომელიც წყლის გაყინვის შედეგად არის წარმოქმნილი.

ყინული მთვარეზე არსებობს როგორც მის ჩრდილოეთ, ასვე სამხრეთ პოლუსზე და იგი საკმაოდ დიდი ხნის წინ წარმოიქმნა.

ეს დასკვნა ასტროფიზიკოსებმა ინდოეთის მისია Chandrayaan-1-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შედეგად გააკეთეს. კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS)-ში გამოქვეყნდა.

ყინულის განაწილება პოლუსებზე არათანაბარია. სამხრეთ პოლუსზე იგი მხოლოდ კრატერების ფსკერზე გვხვდება, ჩრდილოეთით, ყინული უფრო იშვიათად გვხვდება და უფრო დიდ ფართობზეა გადანაწილებული.

ინდურმა აპარატმა M3 დააფიქსირა არა მარტო სინათლის არეკვლა ყინულის მდებარეობის ზედაპირიდან, არამედ ზუსტად განსაზღვრა, თუ როგორ შთანთქავენ მისი მოლეკულები ინფრაწითელ შუქს, რის მეშვეობითაც განასხვავა ერთმანეთისგან წყალი, ორთქლი და ყინული.

მთვარის ზედაპირზე დღისით ტემპერატურა 100 გრადუს ცელსიუსს აღწევს, რაც ყინულისთვის არახელსაყრელია, თუმცა რადგან მთვარე მისი ღერძიდან 1,54 გრადუსითაა გადახრილი, მის პულუსებზე არის ადგილები, რომლებზეც მზის სინათლე არასდროს აღწევს. აქედან გამომდინარე პულუსებზე ტემპერატურა -157 გრადუს ცელსიუსით არ აღემატება და ყინულიც არ დნება.

ასტრონომები აცხადებენ, რომ თუ ყინული საკმარისი რაოდენობითაა, ის შეიძლება წარმატებით გამოიყენონ ადამიანებმა მთვარეზე ყოფნის დროს.

აღსანიშნავია, რომ წყლის ყინული სხვა პლანეტებზეცაა აღმოჩენილი - კერძოდ მერკურის ჩრდილოეთ პოლუსზე და ჯუჯა პლანეტა ცერესზე.

სურ: მთვარის სამხრეთ პოლუსი. გადაღებულია იაპონური კოსმოსური ხომალდიდან







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42