მოკლული სმიტების ოჯახის წევრებს პროკურორები შეხვდნენ
სამართალი - 14:35, 21 Aug, 2018     3930

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში სმიტების ოჯახის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს:

"შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი ხადას ხეობაში მოკლული რაიან მაიკლ სმიტის ნათესავებს შეხვდა. შეხვედრას საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი იურიდიულ საკითხებში მაიკლ გრანტი, კონსული ჯენეტ რობერტი და უწყების სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მაიკლ რაიან სმიტის მშობლებმა და ძმამ მიიღეს დეტალური ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ასევე პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, რაც ძირითადად შეეხებოდა გამოძიების პროცესს, მათ შორის ბრალდებულის გარდა, საქმეზე იკვეთება თუ არა კიდევ სხვა დამნაშავე პირი, რამდენად მალე დასრულდება საექსპერტო კვლევები.

მაიკლ რაიან სმიტის ოჯახის წევრები დაინტერესდნენ, რა ფორმით შეეძლოთ საკუთარი პოზიციის და მოსაზრების დაფიქსირება სასამართლოს წინაშე. განმარტებების მიღებისა და შეხვედრის დასრულების შემდეგ, გარდაცვლილი რაიან მაიკლ სმიტის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მისი ძმა ჩედ ოსტინ სმიტი, ხოლო ქელებ ისმატ სმიტის უფლებამონაცვლედ მისი ბაბუა ბაირონ ლი სმიტი.

ბრალდებულის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების თაობაზე დააკმაყოფილა.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42