შანტაჟი სექსუალური ფოტო-ვიდეოებით - ოზურგეთში, 16 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა
სამართალი - 21:04, 18 Aug, 2018     36612
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარ თვითმკვლელობის გახმაურებულ ფაქტზე ნატანებში მცხოვრები მევლუდ თეზიაშვილი დააკავა.
16 წლის გოგონას თვითმკვლელობის ამბავი 15 აგვისტოს გახდა ცნობილი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მოზარდი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
თავდაპირველად გავრცელდა ვერსია, რომ შესაძლოა ვითმკვლელობის მიზეზი ახალი ინტერნეტთამაში გამხდარიყო, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გოგონას მამაკაცი სექსუალურ ნიადაგზე აშანტაჟებდა. მევლუდ თეზიაშვილი მოზარდმა ფესიბუქის მეშვეობით გაიცნო. 22 წლის ბიჭი გოგოს მიმოწერის გამჟღავნებით ემუქრებოდა, რის სანაცვლოდაც მას სექსულური ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებას და გაგზავნას სთხოვდა. ამის შემდეგ უკვე შანტაჟი აღნიშნული ფოტო და ვიდეო გამოქვეყნების მუქარით დაიწყო, რასაც გოგონას თვითმკვლელობა მოჰყვა.

16 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე წერილი დაწერა. არასრულწლოვანმა მშობლებს მოუყვა, როგორ აშანტაჟებდა სოციალური ქსელით გაცნობილი პირი და ინტიმური ფოტოების გადაღებას აიძულებდა. წერილი "კურიერმა" მოიპოვა.

"ვწერდი ერთს, გიორგი ჰქვია. ძალიან დავახლოვდით და ისე შევეჩვიე, მომავალზეც კი ვილაპარაკეთ, დაჟე ბავშვზეც მელაპარაკა. მაგრამ მერე გავიგე, რომ თურმე ის არ ყოფილა, ვინც მეგონა. თურმე თავისი ძმაკაცი მწერდა იმის ფეისბუქიდან. მითხრა, იმას თუ არ გავაკეთებდი, რასაც ვეტყოდი, ჩვენს ესემებს დასქრინავდა და შენ და მამიკოს გამოგიგზავნიდათ. ამას კი ვერ გადავიტანდი და დავთანხმდი. ძალიან ბევრი საზიზღრობა ვიდეო გადამაღებინა და გამაგზავნინა. შემდეგ ამ ვიდეოებით დამიწყო შანტაჟი. ეს დღეები რა გამოვიარე, ამას ვერავინ ვერ გაიგებს, დედა. შენც კი ვერ გამიგებ, დედა. ვიცი, ჩემი ხელით დავიღუპე თავი, მაგრამ ვერაფერს შევცვლი,“- წერს არასრულწლოვანი.


შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ.თ., თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის - „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42