"შეპყრობილი" იგივე Fi - ახალი შოკისმომგვრელი თურქული სერიალი ქართულ ტელესივრცეში
ეს საინტერესოა - 13:21, 20 Aug, 2018     28897
ქართულ ტელესივრცეში ახალი თურქული სერიალის Fi-ს ჩვენება იწყება. სერიალის სახელწოდების ქართული ვარიანტია „შეპყრობილი“. სერიალი PuhuTV-ის ინტერნეტ პროექტია, თუმცა ინტერნეტში ჩვენებას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ თითოეულ სერიას 10 მილიონზე მეტი მაყურებელი ყოლოდა.


სერიალი შექმნილია თურქი მწერლის აზრა კოჰენის ტრილოგიის Fi, Çi, Pi-ის მიხედვით.

Fi რადიკალურად განსხვავდება სხვა თურქული სერიალებისგან, როგორც სიუჟეტით, ასევე თამამი სცენებითაც.

თუ გიყვართ გენიალური გიჟები მაშინ ეს სერიალი თქვენთვისაა. სერიალის მთავარი პერსონაჟი არის ჯან მანაი - მილიონერი და თანამედროვე ლურჯწვერა, ტელევარსკვლავი, ნიჭიერი ფსიქოთერაპევტი და ამავდროულად წარსულით ავადმყოფურად დაავადებული, ცინიკოსი, ვუაერისტი, ფეტიშისტი, ემოციური, ლირიული და რომანტიული, მატერიალურად და გონებრივად მდიდარი. მიუხედავად მის ცხოვრებაში ქალების დიდი სიმრავლისა, საოცრად მარტოსული.

ჯანი შეპყრობილია სილამაზის თეორიით, რასაც ხორცი შეესხმება მას შემდეგ რაც, მარტოხელა ჯან მანაის ჰორიზონტზე მოცეკვავე გოგონა დურუ გამოჩნდება. დურუ იქცევა ჯანის წარსულის კოშმარების ტრიგერად და ახლა ადამიანების სულის ექიმს თავად ჭირდება ექიმების დახმარება.

ფილმის დევიზია: "მოერიდე საკუთარ თავს" ან "არ გააღვიძო შენში ურჩხული"

ამ სერიალში არის სიმდიდრე, სიღარიბე, სექსი, რომანტიკა, ფსიქიატრია, სილამაზე, კლასიკური მუსიკა და ამ ყველაფრის ნაზავი საინტერესო სანახაობას ქმნის.

ჯან მანაი - ტელევარსკვლავი, ფსიქიატრი და ლექტორი. მის როლს თურქი ვარსკვლავი ოზან გუვანი ასრულებს, ქართველი მაყურებელი მას იცნობს სერიალიდან „დიდებული საუკუნე“, სადაც ის ჰიურემ სულთანის თანამოაზრის და მარჯვენა ხელის რუსტემ ფაშას როლს ასრულებდა.

დურუ - დამწყები მოცეკვავე, რომელიც შემოქმედებით ძიებაშია. მის როლს თურქი ლამაზმანი, 2010 წლის მის თურქეთი სერენაი სარიკაია ასრულებს. სერენაის ქართველი მაყურებელი იცნობს სერიალიდან "ტიტების დრო"

დენიზი - მუსიკოსი და კომპოზიტორი, დურუს შეყვარებული. მის როლს თურქი ვარსკვლავი, მეჰმეთ გუნსური ასრულებს, ქართველი მაყურებელს ის კარგად ემახსოვრება სერიალ „დიდებული საუკუნიდან“ სადაც ის სულთან სულეიმანის ვაჟის მუსტაფას როლს ასრულებდა.

ბილგე - ჯან მანაის სტუდენტი, რომელიც განსაკუთრებული ნიჭიერებით და ამასთანავე უცნაურობებით გამოირჩევა, ის ჯან მანეს ერთგული თანაშემწეა. მის როლს ბურშა დეველი ასრულებს.

ოზგე - ჟურნალისტი, რომელიც ჯან მანაის წარსულში იქექება და სწორედ ეს იქცევა მისი ცხოვრების მთავარ განსაცდელად. ოზგეს როლს ბერაკ ტუზუნატაჩი ასრულებს. ისიც როგორც ამ სერიალის მსახიობთა უმრავლესობა ქართველი მაყურებლისთვის „დიდებული საუკუნიდანაა“ ცნობილი, სადაც ის უფლისწულ მუსტაფას ცოლის, მიჰრუნისა სულთნის როლს ასრულებდა.



ფოტოები სერიალიდან





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42