ამერიკელმა ასტროფიზიკოსებმა თევზების თანავარსკვლავედში "კოსმოსური უდაბნო" - სფერო, რომელშიც არცერთი ვარსკვლავი არ არის, აღმოაჩინეს. ამ ადგილის ფოტო Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
"ასეთი სიცარიელის არსებობა მკვეთრად ცვლის ჩვენს წარმოდგენას, თუ როგორ იქმნებოდნენ პირველი გალაქტიკები და როგორ ხდებოდა ის გამჭვირვალე. თუ ჩბვენი დაკვირვებები სწორია, შეგვიძლია დავასვნათ, რომ მატერია არაერთბუნებრივად არის გადანაწილებული სამყაროში. მატერია გადანაწილებულია ერთგვარი ობობის ქსელების მსგავსად, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ხილული და ბნელი მატერიის ძაფისმსგავსი ჯგუფებით, რომელიც ერთმანეთშიგან გოგანტური კოსმოსური უდაბნოებითაა გამოყოფილი, რაც ე.წ. დიდი აფეთქების თავისებური "ექოა" - ეგრეთწოდებული ბარიონული აკუსტიკური ოსცილაციების შედეგი, რომელმაც სწრაფად გაფართოებად სამყაროში მატერია არათანაბრად გადაანაწილა," - აცხადებს სტივენ ფურლანეტო კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.
ეს კოსმოლოგიური თეორია, რომელიც ამ "ობობას ქსელების" წარმოშობას ხსნის კარგად წინასწარმეტყველებს თანამედროვე გალაქტიკების განლაგებასა და ზომებს. თუმცა ამასწინად მეცნიერებმა აღმოაჩინეს რამდენიმე სერიოზული სხვაობები. მაგალითად, ჩვენს გალაქტიკასთან არსებობს უჩვეულო სტრუქტურა, "დიადი გამბნეველი", სდაცა ფაქტიურად არ არის ხილული მატერია. მოგვიანებით გაირკვა, რომ "ირმის ნახტომი" "სიცარიელის ზონაში" მდებარეობს, სადაც სივრცე უფრო სწრაფად ფართოვდება, ვიდრე სამყაროს სხვა ადგილებში.
მასალის გამოყენების პირობები






