საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
სამართალი - 14:59, 15 Aug, 2018     2898

ფრანგმა სამართალდამცველებმა ქართველ პოლიციელებთან აქტიური და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

საფრანგეთში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს ქალაქ პლურინ-ლე-მორლეს ჟანდარმერიის სამსახურმა ქართული წარმოშობის სავარაუდო დამნაშავის ვინაობის დადგენის მიზნით მიმართა.

ფრანგი სამართალდამცველები 2017 წლის ივლისში ქალაქ ლამერში და 2018 წლის იანვარში ქალაქ პლუინოში ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებდნენ. ქურდობის ბრალდებით 1 პირი იძებნებოდა.

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ბრიეკში, ადგილობრივი პოლიციის მიერ გადამოწმებულ იქნა სავარაუდოდ აღნიშნული დანაშაულების ჩამდენი საქართველოს მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ა.ჯ., რომელიც გაყალბებული პერსონალური მონაცემებით და ყალბი დოკუმენტაციით გადაადგილდებოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოხდა აღნიშნული პირის იდენტიფიცირება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობათ ფრანგ სამართალდამცველებს.

მიმდინარე წლის 11 აგვისტოს ქალაქ ბრესტის პროკურატურამ დაკავებულ ქართველს საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩადენილი ორი ბინის ქურდობის ფაქტებზე ბრალი წარუდგინა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

14 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქებში ჩადენილი რამდენიმე ქურდობის ბრალდებით დაკავებული ა.ჯ. საფრანგეთის სასამართლომ 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42