"აბა, სწრაფად, გაიხადე" - როგორ გააუპატიურეს 17 წლის ბიჭი ასაკით უფროსებმა
ეს საინტერესოა - 21:44, 14 Aug, 2018     24284

საყოველთაოდ ცნობილია ქალებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები და მსოფლიოს მასშტაბით მის წინააღმდეგ დიდი კამპანიაც მიმდინარეობს, თუმცა, არცთუ იშვიათად გაუპატიურების მსხევრპლი მამაკაცებიც არიან, თუმცა ამაზე ღიად ნაკლებად საუბრობენ და სერიოზულად არ აღიქვამენ.

აი, რას ყვება ერთერთი გაუპატიურებული 17 წლის ბიჭი, რომლის მაგალითიც საკმაოდ ხშირი და სიმპტომატურია. ეს ისტორია რუსულმა არასამთავრობო ორგანიზაცია "Сестры"-მ გაასაჯაროვა (სახელები შეცვლილია),

2015 წელს, ზაფხულში, ანდრეიმ, რომელიც დამამთავრებელ კლასში გადავიდა, გადაწყვიტა თავისი საყვარელი საქმით დაკავებულიყო და ერთერთ კომპანიაში პრაქტიკანტად დაიწყო მუშაობა. იგი თვლიდა, რომ მიღებული გამოცდილება სკოლის დამთავრების შემდეგ მას წინსვლაში დაეხმარებოდა, თუმცა, სრულებით სხვა "გამოცდილება" მიიღო, რომელმაც მას ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა.

ერთ საღამოს ანდრეი თავის თანამშრომელ კატიას და ნადიას ბარში შეხვდა. იგი ოდნავ ნასვამი იყო. ქალები ანდრეის მიუახლოვდნენ და დასალევი შესთავაზეს.

"ორი ჭიქის მერე მე შევთვერი. გოგოებმა ფლირტი დამიწყეს, ხელს სხეულის სხვადასხვა ადგილას მკიდებდნენ, კატია ყურში სასიამოვნო სიტყვებს მეცურჩულებოდა. მე შოკში ვიყავი, მაგრამ ეს ცოტათი საინტერესოც იყო," - ჰყვება ანდრეი.

ცოტა ხნის შემდეგ ისინი გარეთ გავიდნენ. გოგოებს 2 ბოთლი სასმელი ჰქონდათ თან. კატიამ ანდრეის შესთავაზა, რომ სახლში ტაქსით მიიყვანდა. საკუთარი სახლის ნაცვლად ანდრეი კატიას სახლში აღმოჩნდა.

გოგონებმა საჭმლის მომზადებ დაიწყეს და თან გამომწვევად იქცეოდნენ - მიდიოდნენ ანდრეისთან, სასმელს სთავაზობდნენ და სხვადასხვა ადგილას ეფერებოდნენ.

"დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ კატია და ნადია სასტუმრო ოთახში ხალათებით შემოვიდნენ, რომლის ქვეშაც არაფერი ეცვათ. ნადიას ხელში პატარა ფუნჯებიანი მათრახი ეჭირა, კატიამ კი უჩვეულო ხმით მითხრა - "აბა, სწრაფად, გაიხადე". მე უცნაურ გრძნობაზე დავდექი და დავემორჩილე. მათ სკამზე მიმაბეს და ჩემთან უჩვეულო სექსით დაკავდნენ. ამასთნ კატი ხშირად მეჩურჩულებოდა: "მე შენი "დედიკო" ვარ და კაცად უნდა გაგზარდო". ნადია ხანდახან მსუბიუქად მათრახს მირტყავდა. მე გაოგნებული და განადგურებული ვიყავი. შემდეგ მათ ამხსნეს სკამიდან და იატაკზე დამაწვინეს... ასე გაგრძელდა დაახლოებით 1 საათი. მე შოკირებული, დაცლილი და განადგურებული ვიყავი. მათ ღამე დარჩენაც შემომთავაზეს, მაგრამ მე ვუთხარი, რომ სახლში მელოდებოდნენ და რადგან სხვაგან არასდროს გამიოთევია, ინერვიულებდნენ. მათ ტაქსის გამოუძახეს და გამიშვეს..." - ყვება ანდრეი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ანდრეისთვის პირველი სექსი, მან სერიოზული შოკი მიიღო. იგი სამსახურიდან წამოვიდა. 2 თვის განმავლობაში მას კოშმარები ესიზმრებოდა, ხოლო ნახევარი წლის შემდეგ, როდესაც შეყვარებული გაიჩინა, პირველ ეტაპზე მას რცხვენოდა გოგოსთან ნებისმიერი ინტიმური კონტაქტი და კოცნაც კი, რადგან თვალწინ თავისი გაუპატიურება ედგა. სწორედ ამიტომ მიმარტა მან "Сестры"-ს ფსიქოლოგებს.

"Сестры" კატიასაც გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ მიიღო შოკი ანდრეიმ, მამაკაცებს ხომ სექსი მოწონთ, ხოლო მათრახი უბრალოდ ეფექტისთვის გამოიყენა და მისთვის ზიანი არ მიუყენებია. ამასთან, მისი სიტყვებით, ანდრეი თავადაც აღეგზნო, "Сестры"-მ კი მას განუმარტა, რომ მამაკაცის ერექცია და ორგაზმი არ ნიშნავს, რომ ის "თანახმაა" სექსით დაკავდეს - ეს მხოლოდ მამაკაცის ორგანიზმის ფიზიოლოგიური რეაქციაა.

მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციების სტატისკური მონაცემებით, ყოველი მეექვსე მამაკაცი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, სხვადასხვა ასაკში, გამხდარა ქალის მხრიდან "არასასურველი სექსუალური კონტაქტის" მსხვერპლი. აქ იგულისხმება, არა მარტო აქტი, არამედ კოცნა, შეხება და აშ. ამავე მონაცემებით ყოველ 21-ეს ჰქონია "იძულებითი სექსი ქალთან", თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია, რადგან, როგორც წესი ამის შესახებ მამაკაცები დუმილს ამჯობინებენ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42