აშშ-ის 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტი რეკორდულად დიდია - ტრამპის ხელმოწერილი დოკუმენტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასაც ითვალისწინებს
პოზიცია - 19:29, 14 Aug, 2018     2798

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2019 წლის აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც 717 მილიარდ დოლარს შეადგენს. კანონპროექტი სენატორ ჯონ მაკკეინის სახელს ატარებს. სხვა მნიშვნელოვან პუნქტებთან ერთად კანონის #1248 ქვეთავი, ევროპაში რუსეთის აგრესიის შეკავებას ეხება (SENSE OF SENATE ON ENHANCING DETERRENCE AGAINST RUSSIAN AGGRESSION IN EUROPE).

ქვეთავში აღნიშნულია, რომ ნატო-სთან მჭიდრო კოორდინაციით, ევროპაში აშშ-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება აშშ-ის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს და ის ჩრდილო-ატლანტიკური შეთანხმებით ნაკისრი ურყევი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება, და რაც თავის მხრივ, რუსეთის აგრესიის შეკავების კომპლექსურ სტრატეგიას წარმოადგენს. ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავიზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპაში აშშ-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების გასაძლიერებლად აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, სახელმწიფო მდივანთან და ევროპაში აშშ-ის სარდლობასთან კოორდინაციით ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატო-ს ძალებთან თავსებადობას.

დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაში ნატოს და სხვა მრავალეროვნული ფორმატის წვრთნების ჩატარების სიხშირის, მასშტაბისა და სცენარების გაფართოების მნიშვნელობას.

კანონში დაფიქსირებულია ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა. საკანონმდებლო დონეზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების თემების გათვალისწინება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელობას აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

რაც შეეხება რუსეთის შეკავების ფაქტორს, აქ გამოყოფილია შემდეგი პუნქტები:

  • "ღია ცის" ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანამშრომლობის გაყინვა. ამ შეთანხმების თანახმად, აშშ-სა და რუსეთს შეეძლოთ ერთმანეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება,
  • აშშ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის შეზღუდვის გაფართოება,
  • აშშ-ის პარტნიორების (მათ შორის საქართველოს) თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერება, რათა მათ აუციელბლობის შემთხვევაში რუსეთის აგრესიის შეკავება შეძლონ.
  • რუსეთის მხრიდან კიბერშეტევების აღმოჩნა და გაუვნებელყოფა და სხვ.

ბიუჯეტის ხელმოწერა სამხედრო ბაზა ფორტ-დრამზე მოხდა. ტრამპი სამხედრო მოსამსახურეებს შეპირდა, რომ არამარტო გაზრდის აშშ-ის ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას, არამედ შეცვლის სამხედრო ტექნიკის, საჰაერო და საზღვაო ხომალდების მოძველებულ მოდელებს უფრო თანამედროვე საშუალებებით.

"ვიმედოვნებ, რომ ჩვენ იმდენად ძლიერები ვიქნებით, რომ ადასდროს მოგვიწევს ამ ახალი შეიარაღბის გამოყენება. მაგრამ თუ ეს მაინც ასე მოხდა, შანსი მათ წინააღმდეგ არავის ექნება," - აღნიშნა ტრამპმა.

"ამაყი ვარ, რომ ეს დოკუმენტი კანონად იქცა," - ასე გამოეხმაურა სენატორი ჯონ მაკკეინი ტრამპის გადაწყვეტილებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42