სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილს გამოკითხვა დასრულდა, პროცედურა დაახლოებით 5 საათის განმავლობაშ მიმდინარეობდა. მაჩალიკაშვილის შეფასებით, მის მიმართ უსამართლო დევნა მიმდინარეობს:
„კონკრეტული კითხვა იყო, რას ვგულისხმობდი იმ განცხადებაში აქციაზე, რაზეც ვუპასუხე, რომ ეს იყო გამწარებული, შვილმოკლული მამის სიტყვები, რაც მეორე დღეს უკვე არ მახსოვდა. თუ დასჭირდებათ კიდევ ჩემი დაკითხვა, ალბათ შემატყობინებენ.
რატომ დამიბარეს განცხადების გაკეთებიდან სამ თვეში, ეს უნდა განსაჯოს ხალხმა, ადვოკატებმა და ჟურნალისტებმა. გამომძიებლებისთვის აღნიშნული კითხვა არ დამისვამს. ჩემ წინააღმდეგ ყველაფერი უსამართლოდ არის, დევნაც და რაც არსებობს. თემირლანის მკვლელობის, იმ ტერაქტის დღიდან არის უსამართლო დევნა. თუ დამაკავებენ, დამაკავონ. ჩემთვის ციხეც ჯოჯოხეთია და გარეთაც ჯოჯოხეთია, რა მნიშვნელობა აქვს, დამაკავებენ თუ არა“, აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






