პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე ტყის მცველი დააკავა
სამართალი - 13:55, 14 Aug, 2018     2559
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა 2018 წლის 13 აგვისტოს, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე, ამავე სამსახურის ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის სიონის სატყეო უბნის N2 სამცველოს ყოფილი ტყის მცველი ბ.ნ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ნ. 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე მუშაობდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის სიონის სატყეო უბნის დარბაზის N2 სამცველოს ტყის მცველად, იყო მოხელესთან გათანაბრებული პირი და მის ძირითად მოვალეობაში შედიოდა მასზე ჩაბარებული ტყის დაცვა. მიუხედავად აღნიშნულისა, მან არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. კერძოდ კი 2018 წლის იანვარსა და თებერვალში სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ბ.ნ.-ს სამოქმედო ტერიტორიაზე 2300 კბმ - 3026 ძირი უკანონოდ მოჭრილი სხვადასხვა ჯიშის ხე გამოავლინეს, რის შედეგადაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 287 200 ლარი შეადგინა. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა, მათ შორის საჯარო მოხელეთა მხილების მიზნით. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42