ყველასათვის ცნობილი უმარტივესი ცხოველები, მარჯნის პოლიპები, დინოზავრების თანამედროვეა არიან - მათი წინაპრები ჯერ კიდევ იურულ პერიოდში ცხოვრობდნენ და ცხოველთა სამყაროს რამდენიმე მასიურ გადაშენებას გადაურჩნენ, ნათქვამია ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
"ადრე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ მარჯნის პოლიპები დაახლოებით 50 მილიონი წლის წინ წარმოიშვნენ, თუმცა გამოკვლევამ და ანალიზმმა გვაჩვენა, რომ ეს გაცილებით ადრე მოხდა - პოლიპების წინაპრები დინოზავრების ეპოქის გარიჟრაჟზე, 160 მილიონი წლის წინ წარმოიშვნენ," - აცხადებს ტოდ ლაჯუნესი პენსილვანიის უნივერსიტეტიდან.
ამ დასკვნამდე მეცნიერები გაქვავებული პოლიპებისა და მათი დნმ-ის შესწავლის შედეგად მივიდნენ.
მარჯნის პოლიპები - უხერხემლოთა კლასი ნაწლავღრუიანების ტიპისა. კოლონიური, ზოგჯერ ერთეული ორგანიზმებია. სხეული, ჩვეულებრივ, ცილინდრულია. მისი ძირი ან კოლონიას მიეზრდება ხოლმე, ან (ერთეული ფორმები) გრუნტს ემაგრება ლანჩით. მოპირდაპირე მხარეზე მოთავსებულია საცეცებით გარშემორტყმული პირის ხვრელი, რომელსაც მოსდევს ხახა და შემდეგ არასრული ტიხრებით საკნებად დაყოფილი ნაწლავის ღრუ. სხეულის კედლები შედგება ექტოდერმის, ენტოდერმისა და შუა — მეზოგლეის შრისაგან. მრავლდებიან სქესობრივი და უსქესო გზით.
მასალის გამოყენების პირობები






