მზის სისტემის პლანეტების, ურანისა და ნეპტუნის უჩვეულო თვისებები, ანომალიები ჯუჯა პლანეტების მდებარეობაში, ასევე რამდენიმე ფაქტორი მეტყველებს, რომ თავის დროზე მზის სისტემა, არსებობის დასაწყისში, სხვა ვარსკვლავს "შეეჯახა", - აცხადებენ ასტროფიზიკოსები Astrophysical Journal -ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
"ამ თემაზე უამრავი ჰიპოთეზა არსებობს, მაგრამ მათი ყველაზე რეალური ალტერნატივა მზის სისტემაში ვარსკვლავის გავლაა. სწორედ ეს ხსნის ყველაზე რეალისტურად იმ უცნაურ თვისებებს, რომელიც ჩვენი პლანეტების ოჯახს ახასიათებს," - აცხადებს სუზანა პფალცნერი ბონის რადიოასტრონომიის ინსტიტუტიდან.
ოთხი წლის წინ მოყვარულმა ასტრონომმა რალფ დიტერ შოლცმა აღმოაჩინა ,ისთვის ჩვეულებრივი ვარსკვლავი - წითელი ჯუჯა WISE J0720, რომელიც ამჟამად ჩვენგან 20 სინათლის წლითაა დაშორებული. ანუ იგი დედამიწიდან ერთერთი ყველაზე ახლო მდებარე ვარსკვლავია.
ორი წლის წინ მერიკელმა ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ამ ვარსკვლავმა არცთუისე დიდი ხნის - 70 ათასი წლის წინ გაიარა მზის სისტემაში და მზეს რეკორდულად ახლო მანძილზე ორი სინათლის წლის მანძილზე მიუახლოვდა. ამით მან ბევრი კომეტისა და სხვა მცირე კოსმოსური სხეულის ორბიტა შეცვალა.
ამ აღმოჩენნამ მეცნიერები, მათ შორის პფალცნერიც მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ასეთმა "შეხვედრებმა", რომელიც მზის "დაბადებისას" ალბათ ხშირად ხდებოდა, საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინეს მზისა და მისი პლანეტარული სისტემის ჩამოყალიბებასა და მსი შემდგომ განვითარებაზე.
მაგალითად, მზის შეხვედრა მეორე ვარსკვლავთან ხსნის სედნას, "ბაიდენის" და სხვა ჯუჯა პლანეტების ორბიტების უცნაურობას. ისინი ძალიან გაწელილი და უჩვეულოდ დახრილები არიან სისტემის ორბიტალური დისკოსგან და ამასთან მზეს ძალიან არ შორდებიან.
გერმანელმა მეცნიერებმა მათემატიკურად გათვალეს ამგვარი მზისა და მისი უახლოესი მეზობელი ვარსკვლავების "პაემნების" რამდენიმე ათეული ვარიანტი. ამისთვის მათ შექმნეს იმ აირმტვროვანი ღრუბლის ვირტუალური მოდელი სადაც თავდაპირველად წარმოიქმნა და იმყოფებბოდა მზე და დაიწყეს მისი შეჯახება სხვადასხვა ზომისა და მასის ვარსკვლავების მოდელებთან.
შედეგად გაირკვა, რომ მზის სისტემისა და სხვა ვარსკვლავის "შეჯახება", რომლის მასაც მზის მასის ტოლია ან მცირედითაა ნაკლები, ხსნის არა მარტო ჯუჯა პლანეტების ორბიტებს, არამედ ჩვენი პლანეტების სისტემის სხვა უცნაურობებსაც.
კერძოდ, მზიდან დაახლოებით 15 მილიარდი კილომეტრის მანძილზე სხვა ვარსკვლავის ჩავლა გამოიწვევს იმას, რომ ეს ვარსკვლავი "მოიპარავს" პროტოპლანეტური დისკოს 2/3-ს. ეს კარგად ხსნის, თუ რატომ წყდება მკვეთრად "კოიპერის სარტყელი" იმ ადგილას, სადაც ნეპტუნის ორბიტა გადის.
იგივე მოვლენა ხსნის იმ ფაქტს, რომ ნეპტუნი ურანზე მძიმეა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მზისგან უფრო შორსაა და უცნაურ ორბიტაზე ბრუნავს, აგრეთვე, წყვეტს იმ გამოცანას, თუ როგორ წარმოიქმნა ეს ორი პლანეტა მზის სისტემის შორეულ ადგილებში, სადაც პროტოპლანეტური დისკო არ არის საკმარისად მკვრივი, რომ ეს გაზის გიგანტები "დაბადებულიყვნენ.
ეს მოვლენა - ახალდაბადებული ვარსკვლავის სხვა ვარსკვლავთან "შეჯახება", საკმაოდ მაღალალბათურია - დაახლოებით 25-30% და ეს ყველა ვარსკვლავს შეიძლება "დაემართოს" მისი ცხოვრების პირველ ათეულ მილიონი წლის განმავლონაში, აცხადებენ გერმანელი მეცნიერები.
მასალის გამოყენების პირობები






