ჭანტურიას თქმით, მან პირველად დაკავების შემდეგ დატოვა ქვეყანა და მიუხედავად იმისა, რომ საშუალება ჰქონდა სხვა ქვეყენაში დარჩენილი, ჩამოვიდა.
„არ განვიხილავთ ბრალდების საკითხს, განვიხილავთ აღკვეთს. საფუძველია, თითქოს, მივემალებიგამოძიებას და ჩემი თავისუფლება ხელს შეუშლით ჭეშმარიტების დადგენაში. აფიქსირებენ, რომ მოწმეებთან გამაჩნია ნაცნობობა. ხალხი, ვინც დღეს დაკითხულია, მაშინაც დაკითხეს, როცა ადრე დამაკავეს და გამიშვეს. ცნობილი იყო მათი ჩვენებები. იმის შემდეგ ამდენი თვეა გასული. ერთ მოწმეს ვერ ნახავთ, ვისთანაც მივედი და რამე ვუთხარი, მცდელობაც არ მქონია. ხელი რითი უნდა შევუშალო? ქვეყანა დაკავების მერეც დავტოვე, მქონდა საშუალება დავრჩენილიყავი, ვიცოდი, რომ მითვალთვალებდნენ, ფოტოებიც მაქვს ამათი დევნის. ეს ხომ ჩემთვის ახალი არ იყო. მიზანია, თავის არიდების შიშით გაიქცევაო, მაგრამ პირიქით ვიყავი და დავბრუნდი. მე ვერ ვხედავ საფუძვლებს, რომ ვიჯდე ციხეში“, - განაცხადა ბრალდებულმა.
ჭანტურიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წაუყენეს ბრალი.
ფოტო: პირველი არხი
მასალის გამოყენების პირობები






