თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს გიორგი ჭანტურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
ყოფილ პროკურორს გამოძიება განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. ჭანტურიას წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება მისი დის ავტომობილიდან ამოღებული აუდიო ჩანაწერებია.
ფარული საგამოძიებო მოექმედებების შედეგად საქმეში დევს რამდენიმე მტკიცებულება, მათ შორის არის საქმის ერთერთი მთავარი მოწმის ჩვენება, თუ როგორ ვითარდებოდა მოქმედებები სამსონ ქუთათეწლაძის მკვლელობის დღეს. მოწმე ჰყვება რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგო და ამის შემდეგ დაინხა, თუ როგორ დატოვა გიორგი ჭანტურიამ ქუთათელაძის სამუშაო ოთხარი. ასევე საქმეში არსებობს ჭანტურიას დის ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც და აცხადებს, რომ ოჯახმა ვერ მოასწრო 300 ვაზნის, 24 მჭიდის და სამი ავტოლმატის გადამალვა.
საქმის მთავარი მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ჭანტურიამ სტამბოლის ბაზრის დატოვების შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა და მკვლელობის ადგილს დაუბრუნდა.
საქმიდან ირკვევა რომ ჭანტურია მკვლელობიდან მალევე ევროპაში გაემგზავრა. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარულ საგამოძიებო აუდიო ჩანაწერში, რომელიც „ქრონიკამ“ მოიპოვა, ბრალდებულის და ჰყვება, რომ თუ მისი ძმის მიერ საზღრვის გადაკვეთის შემდეგ საგამოძიებო უწყება მისი მიმალვის შესახებ გააკეთებდა განცხადებას, ბრალდებული ევროპაში დარჩებოდა.
საქმის მასალაები დაკავებული ადვოკატს უკვე წარედგინა.
მასალის გამოყენების პირობები






