„აეროსმიტის“ კულისები ძალიან საინტერესო ოყო. მათი მოთხოვნების ყველაზე უცნაური დეტალი შვეიცარიული ყველი იყო, რომელიც საქართველოში არ არის, ძალიან მალფუჭებადი პროდუქტია, მაგრამ მაინც დავახვედრეთ. ალკოჰოლთანა დაკავშირებიტაც ჰქონდათ ძალიან დიდი სია, ძირითადად ისეთი ბრენდები რომლებიც საქართველოში არ შემოდის და მენეჯმენტს მოუწია ჩანაცვლება რაზეც დაგვთანხმდნენ, სხვათა შორის ძალიან მოეწონათ ჩვენებური ლუდი, ღვინო და მაგარი სპირტიანი სასმელები. რამდენიმე ყუთი ქართული ლუდი თან წაიღეს. ელტონ ჯონი ცნობილია ფეხბურთის მიმართ განსაკუთებული სიყვარულით. იმის გამო, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში ჩამოვიდა, მკაცრი მოთხოვნა იყო, რომ სადაც კი ელყონი იქნებოდა - კულისებში, საგრიმიოროში, საპირფარეშოშიც კი, ტელევიზორი ყველგან ფეხბურთზე უნდა ყოფილიყო ჩართული. მისი ეს მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილეთ“ - აღნიშნა კევლიშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






