ე.წ. კორცხელის ინციდენტის საქმეზე ბრალდებულებს ფულადი ჯარიმა დაეკისრათ - ოპოზიცია შერჩევით სამართალზე საუბრობს
სამართალი - 10:00, 08 Aug, 2018     1647
ე.წ. კორცხელის ინციდენტის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ სცნო. სასამართლომ ხუთივე მათგანს არასაპატიმრო სასჯელი, ფულადი ჯარიმა დაეკისრა.


მოსამართლემ სპორტსმენებს ხულიგნობის მუხლი ცემით გადაუკვალიფიცირა.

ყველაზე დიდი ფულადი ჯარიმა, 7 ათასი ლარის ოდენობით ვლადიმერ გეგეშიძეს დაეკისრა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ხულიგნობის ჩადებაში გამართლდნენ, რასაც ვამტკიცებდით პირველივე დღიდან,“ - აღნიშნა ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ.

შემთხვევა 2016 წლის 22 მაისს პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მოხდა. საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და მაშინდელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ სასამართლომ მოჭიდავეების წინააღმდეგ არასაკმარისად მკაცრი სასჯელი გამოიყენა.

„ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, როდესაც "ქართული ოცნების" ტაბელურ ზონდერებს, სასამართლო რაღაც სამ წლის თავზე მხოლოდ ჯარიმას აკისრებს, ესენი არიან ადამიანები, ვინც დღესაც ქართული ოცნების აქტივისტები არიან,“ - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

განცხადება გააკეთა ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ.

„ყველასთვის ნათელია, რომ ეს ხალხი იქ იყო პოლიტიკური დავალებით ხელისუფლების, მმართველი გუნდის და პოლიტიკური ძალის. ამიტომაც, კლასიკური ოცნებისთვის დამახასიათებელი სქემა გათამაშდა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42