ადვოკატი აცხადებს, რომ დ.ღ.-ს სასამართლოსთვის ცრუ ინფორმაცია არ მიუწოდებია და თავიდანვე თანამშრომლობდა გამოძიებასთან.
„ეს ყველაფერი, ფხაკაძემ და გუგუშვილმა საქმის პროკურორებმა, ყველაფერი დეტალებში იცოდნენ, რაზედაც მათ უთხრეს, რომ დ.ღ-ს, რომ ეს არ იყო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ეს არ იყო ღირებული და ფასეულობები, ეს საქმესთან შემხებლობაში არ იყო, ამიტომ, ამის გაცხადებას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მ.კ. იდგა, ურტყამდა თუ არ ურტყამდა თუ სემიჩკას ჭამდა, ეს არის სიტყვა-სიტყვით პროკურორების სიტყვა, რომელიც უთხრეს დ.ღ.-ს და მის კანონიერ წარმომადგენელს. იმის მაგივრად, რომ მთავარ პროკურატურას დაეყენებინა პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხი. თუ დ.ღ-ს ქმედება იყო დანაშაული, მაშინ გამოდის, რომ პროკურორები არიან დანაშაულის და მფარველები, არ შეადგინეს გამოკითხვის ოქმი, არაფერი არ შეადგინეს, პირიქით, არასრულწლოვანი შეიყვანეს შეცდომაში და მოატყუეს და უთხრეს, რომ ეს არ არის ფასეული,“ - განაცხადა ადვოკატმა ფრიდონ სუხიაშვილმა.
არასრულწლოვნის მამამა ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.
„ალბათ დაფარეს რაღაც...მიაწოდა ბავშვმა ყველაფერი ინფორმაცია, თავიდან ბოლომდე. სასამართლომდე მიაწოდა ეს ყველაფერი, მერე სასამართლოში იგივე გაიმეორა. მერე როგორც გამოდგა, ჩემი შვილი არის დამნაშავე და ყველაფერი არის ჩემი შვილის ბრალი, რაც კი მოხდა,“ - ამბობს დაკავებული არასრულწლოვნის მამა.
მასალის გამოყენების პირობები






