გამოძიების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე სარა მირბობოიევამ მეგობრის შვილი ორი თვის წინ, აეროპორტის მიმდებარედ ნაქირავებ ბინაში ცემით მოკლა და ცხედარი პოლიციაში თავად მიიყვანა.
სასამართლო პროცესს ესწრებიან ბავშვის ძიძის ოჯახის წევრები. ისინი ბრალდებულის მეგობრის დაკავებასაც ითხოვენ, რომელიც მკვლელობის ფაქტს შეესწრო.
"ბავშვი სასტიკად იყო ნაცემი, ვითხოვთ მეორე ქალბატონის დასჯასაც. ჩემი რძალი ორი თვიდან ზრდიდა ბავშვს, ამ გოგოს ხშირად მიჰყავდა. დედამ დაგვირეკა, სასეირნოდ მიდიან და ბავშვი მიუყვანეთო. სამ დღეში უნდა დაებრუნებიათ. აღარ მოგვიყვანეს. ვკითხულობდით სულ, ბავშვს რატომ არ აბრუნებდნენ. დედამ იცოდა და გვეუბნებოდა, მე თვითონ მოვიყვან, რომ დავრუნდები საქართველოშიო. ბავშვი იყო სასტიკად ნაცემი, უნდა დაისაჯოს მეორე ქალიც ვინც წაიყვანა, იქ ცხოვრობდა ესეც. ბავშვს ორივე სცემდა,-" განაცხადა თამარა ახალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






