რუსთაველის გამზირზე აფხაზეთამოჭრილი და ცხინვალამოჭრილი საქართველოს რუსულენოვანი რუკები იყიდება
სოც.მედია - 18:52, 06 Aug, 2018     4873

რუსთაველის გამზირზე აფხაზეთამოჭრილი და ცხინვალამოჭრილი საქართველოს რუსულენოვანი რუკები იყიდება - ამის შესხებ სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე.

"შუაგულ თბილისში აფხაზეთამოჭრილი და ცხინვალამოჭრილი საქართველოს რუსულენოვანი რუკები იყიდება

თამარ შუკვანი
(06.08.2018)

რუსეთის მორიგი პროპაგანდა: რუსულენოვან გზამკვლევებზე საქართველოს რუკები ოკუპირებული ტერიტორიების გარეშეა გამოსახული, - თბილისში, რუსთაველის გამზირზე სწორედ ასეთი ბროშურები იყიდება, სადაც რუსეთის თვალით დანახული, დამახინჯებული საქართველოს აფიშირება ხდება.

აღნიშნული გზამკვლევის დამზადება რუსეთში, ქალაქ მოსკოვში, გამომცემლობა „ლიტრეს"-ის მიერ ხდება, რომელიც 2018 წლის გამოცემით თარიღდება.

როგორ და რა გზით შემოდის საქართველოში მსგავსი გამოცემის გზამკვლევები და ვის მიერ უნდა კონტროლდებოდეს მსგავსი ფაქტები, ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" ანალიტიკოსს სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში მათ მოხვედრას დიდი ალბათობით ტურისტული სააგენტოები უზრუნველყოფენ რუსული სპეცსამსახურის დამხარებით.

„ასეთი გზამკვლევების მოხვედრა საქართველოში დიდი ალბათობით ტურისტული სააგენტოების საშუალებით ხდება და გამორიცხული არ არის რუსული სპეცსამსახურების ხელი, რომლებიც შეგნებულად ბეჭდავენ და ავრცელებენ ამას.

„საქართველოში გზამკვლევების პრობლემა არცერთ ენაზე არ არის; იგი ყველა ენაზე არსებობს და ნებისმიერ გიდსა თუ ტურისტულ სააგენტოს შეუძლია ამ ყველაფრით ისარგებლოს. ტურისტისთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რა იქნება ზედ გამოსახული," - აღნიშნა მან.

სალუქვაძე კანონდარღვევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამა თუ იმ ტურისტული სააგენტოს მიმართ მკაცრი სანქციები უნდა გატარდეს და ვინც აღნიშნული რუკების რეალიზებაში ხელს უწყობს, მოქალაქე თუ სააგენტო, კანონის გათვალისწინებით პასუხი უნდა აგოს.

„აქ კანონის დარღვევა აშკარად არის და ამას არ სჭირდება ბევრი ახსნა-განმარტება. ელემენტარულად, ავიღოთ კანონი ოკუპაციის შესახებ და კანონები, რაც კი არსებობს საქართველოში.

„აფხაზეთამოჭრილი და ცხინვალამოჭრილი რუკები, - ეს ყველაფერი ამოსაღებია და ვინც ამის რეალიზებას ახდენს, მათთვის სანქციები უნდა გატარდეს. შესაძლოა გაუუქმონ ყველაფერი, რაც კი შეიძლება რომ გაუქმდეს; დაწყებული რეგისტაციით და მათი საქმიანობით.

„ეს ყველაფერი გამოსაკვლევია და ტურიზმის სააგენტომ თუ სხვა უწყებებმაც უნდა მიიღონ ამაში აქტიური მონაწილეობა; ვინ ახდენს ამ ყველაფრის რეალიზებას და რა შეიძლება გაკეთდეს კანონის ფარგლებში; რა სანქციები შეიძლება გატარდეს ამ ადამინებისა თუ ორგანიზაციების მიმართ," - აცხადებს ის.

მისი განცხადებით, თუკი აღნიშნულ კანონში ხარვეზებია, უნდა გამოსწორდეს და ასევე, უნდა მოხდეს კანონის გამკაცრება და სასჯელის დაწესება ჯარიმის სახით.

„ეს უნდა იყოს კანონიერი სანქციები და თუკი კანონში ხარვეზებია, კონკრეტული ხვრელები უნდა ამოვავსოთ, სანქციები კი გავამკაცროთ. მსგავსი მასალების რეკლამირება-გავრცელება უნდა ისჯებოდეს ჯარიმით; ისჯებოდნენ, როგორც მოქალაქეები, ასევე ასმაგად ტურისტული ორგანიზაციები.

„საპანიკო აქ არაფერია, რადგან ამაზე უარესადაც გვებრძვიან, - პირდაპირ გვემუქრებიან. კარგია, რომ ფხიზელმა მოქალაქეებმა ეს ყველაფერი აღმოაჩინეს და გაავრცელეს. უბრალოდ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები, ამაში კი დიდი წვილილი მედიასაც აქვს. სახელმწიფოს უნდა მოთხოვოთ ეს ზოემები გაატაროს," - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42