უწყებაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ რატომ დაიწყეს ჩხუბი სამხედროებმა, ეს არ დაუკონკრეტებიათ უწყებაში. სამხედროები ცივი იარაღით არიან დაჭრილები.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ირაკლი ბაზერაშვილი აცხადებს, რომ დანა, რომლითაც სამხედროები არიან დაჭრილები, მათ სამხედრო აღჭურვილობაში არ უნდა ყოფილიყო.
ირაკლი ბაზერაშვილის განცხადებით, სამხედროები ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ.
„1-ელ აგვისტოს, საღამოს საათებში სერჟანტთა მომზადების აკადემიაში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის სამმა ცივი იარაღით. ხუთივე მათგანი პირველადი დახმარების აღმოჩენის მიზნით დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში. ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს არ არის მომხდარი ხიშტ დანებით. იარაღი, რომლითაც ერთმანეთს დაზიანებები მიაყენეს, მათ აღჭურვილობაში არ შედიოდა. იმ მომენტში სამხედრო პოლიცია არ იმყოფებოდა ადგილზე. გამოძიება საწყის ეტაპზეა და ახლა ვერ მოგახსნებეთ, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება,“ - განაცხადა ირაკლი ბეზარაშვილმა.
უწყების წარმომადგენლის განცხადებით, გამოძიება დაადგენს, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება ამ კონფლიქტში.
მასალის გამოყენების პირობები






