„ლუდზე დაპატიჟა, დაათრო, შემდეგ სცემა და გააუპატიურა“- გლდანში დაკავებულ ტაქსის მძღოლს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება
სამართალი - 11:11, 01 Aug, 2018     21673
გლდანში მომხდარი ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ბრალდებით დაკავებულ ტაქსის მძღოლს ბრალს დღეს წაუყენებენ. ბრალდებულს მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ, პოლიციაში იმყოფებოდა დაზარალებულიც, რომელმაც სავარაუდო დამნაშავე ამოიცნო და მის წინააღმდეგ ჩვბენებაც მისცა.

არსებული ინფორმაციით, მსხვერპლმა პოლიციას მოუყვა, რომ 37 წლის მამაკაცმა, ლუდზე დაპატიჟა, დაათრო, შემდეგ სცემა და გააუპატრიურა.

გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონამ ტაქსი გააჩერა და მძღოლს გლდანში წაყვანა სთხოვა, გზად მძღოლმა გოგონა ლუდზე დაპატიჟა, რასაც იგი დასთანხმდა, ამის შემდეგ მძღოლმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა ქალზე იძალადა და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები წაართვა და ქუჩაში დატოვა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 30 ივლისს, ღამით, ახალგაზრდა ქალმა გლდანში მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დახმარება სთხოვა. ქალმა, ასევე, გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ აცნობა და პატრულ-ინსპექტორებს მოძალადის - მისთვის უცნობი ტაქსის მძღოლის მონაცემებიც აღუწერა. ქალი სხეულზე მიყენებული დაზიანების გამო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ძალადობისთვის ნასამართლევი დ.ც. დააკავეს. ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი ნივთები ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42