ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გ.ბ.-ს გამოკითხვის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულის ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ გნაცხადა, რომ გ.ბ.-მ კომისიას მისი პოლიციაში წაყვანის თაობაზე გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა:
"რაც სასამართლოში თქვა, ზუსტად ის გაიმეორა და ის ინფორმაცია მიაწოდა, რასაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვეუბნებოდით სასამართლოს და კიდევ ახალი გარემოება მიაწოდა კომისიას. თავად ბრალდებულმა მოითხოვა, რომ დაიწყონ გამოძიება ერთ-ერთ დეტალზე. კერძოდ, ეს შეეხება მის წაყვანას პოლიციაში და კანონიერი წარმომადგენლის და ადვოკატის გარეშე ყოფნას. მასზე ზეწოლა განხორციელდა. დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ჰყავდათ მარტო დაკავების დღეს პოლიციაში და მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. ის არ ყოფილა ქალაქის მთავარ სამმართველოში, არამედ როგორც ბრალდებული აცხადებს, იყო ძველი თბილისის სამმართველოში. კომისიას სრულად აინტერესებდა რეალობა, რა მოხდა, როგორ მოხდა, ვინ მიიღო მკვლელობაში მონაწილეობა. კითხვები შეეხებოდა ყველა პირის ქმედებას", - განაცხადა ინგა შარაშენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






