განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში ბრალდებულებს 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
სამართალი - 16:11, 30 Jul, 2018     1259
სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში ბრალდებულებს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში ბრალდებულები ა.ბ. და მ.პ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
მთავარი პროკურატურიის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ ა.ბ.-მ და მ.პ.-მ წინასწარი შეთანხმებით, გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1.1181 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, საიდანაც 14- ცალად დაფასოებულ, დიდი ოდენობით 0,2563 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას უკანონოდ ინახავდა ა.ბ., 6 ცალად დაფასოებულ 0,1062 გრ.-ს მ.პ., ხოლო 43 ცალად დაფასოებულ 0.6526 გრ. „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას ა.ბ. და მ.პ. ქ. თბილისში, სოფელ ფონიჭალაში მდებარე დამხმარე ნაგებობაში ინახავდნენ. აღნიშნულმა პირებმა ნარკოტიკული ნივთიერების ნაწილი 0.035 გრ., 0.038 გრ. და 0.03 გრ. „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება 2018 წლის 24 იანვარს 100-100 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 3 თანამშრომელზე, რომლებიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას საკონტროლო შესყიდვას ახორციელებდნენ.
უწყების ცნობით,სამართალდამცველებმა ა.ბ. და მ.პ. 2018 წლის 24 იანვარს სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მათი პირადი და დამხმარე ნაგებობის, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მითითებული ნარკოტიკული საშუალებები, ხოლო საკონტროლო შესყიდვის შემდეგ ნარკოტიკული ნივთიერება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 3 თანამშრომლისგან იქნა ამოღებული.
ა.ბ.-ს და მ.პ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა) და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ბ. და მ.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42