საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგლომობა დააკმაყოფილა და ინტერნეტით ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 5 პირი წინასწარპატიმრობაში დატოვა.
დაკავებულების ადვოკატები გამოძიების დასრულებამდე დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკომომხმარებლებში „ვარდისფერი ამფეტამინის“ სახელით ცნობილი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე და გადაუდებელი აუცილებლობით, თბილისსა და კახეთში 5 პირი: 1994 წელს დაბადებული ზ. ლ, 1992 წელს დაბადებული რ. ე, 1997 წელს დაბადებული ქ. შ, 1997 წელს დაბადებული ა.ლ. და 1998 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






