"კორტების საქმეზე" მსჯავრდებული ყოფილი სამართალდამცველების საქმე სტრასბურგში მიდის
სამართალი - 17:30, 28 Jul, 2018     2399
ე.წ. "კორტების საქმეზე" მსჯავრდებული ყოფილი სამართალდამცველების საქმეს სტრასბურგის სასამართლო განხილავს. ყოფილი პოლიციელების ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიმართ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების მთელ რიგ დარღვევებს და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები ღიად ცდილობდნენ ამ საქმეზე მართლმსაჯულება ხარვეზიანად განხორციელებულიყო:


„ე.წ კორტების საქმის შესწავლის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიმართ ადგილი ქონდა, ადამიანის უფლებათა დარღვევის მთელ რიგ დარღვევებს, ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები ცდას არ აკლებდნენ, ღიად თუ ფარულად, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება ხარვეზიანად განხორციელებულიყო. ირაკლი ფირცხალავა ახსნა-განმარტების გარეშე ე.წ. მატროსოვის ციხიდან გლდანის მერვე დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ადგილი ჰქონდა არადამიანურ მოპყრობას.“- განაცხადა ჯაბა კოჭლამაზაშვილმა.

გიორგი ცააძის დის ირინა ცააძის თქმით, ამ საქმით დაინტერესებულია პირადად თეა წულუკიანი:

„ქალბატონმა წულუკიანმა მართლმსაჯულებას ევთანაზია გაუკეთა და დაასამარა. ამ საქმით მოანგრია სასამართლო სისტემა, რაც კი დარღვევა არსებობს, ყველაფერი გამოიყენეს ამ საქმეში“- განაცხადა ირინა ცააძემ.

ირაკლი ფირცხალავას მეუღლის ნინო ხვიტიას თქმით, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიმართ სამართლიანი სასამართლო არ განხორციელებულა:

„არ მგონია რომ ამ შემთხვევის ანალოგი მოიძებნებოდეს, რაც ეხება მაღალჩინოსანი პოლიციელების მიერ სპეცოპერაციის განხორციელების გამო, მათ გასამართლებას განზრახ მკვლელობის მუხლით. ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიმართ სამართლიანი სასამართლო არ განხორციელებულა და ისინი გასამართლებულნი არიან დაუმტკიცებელი მტკიცებულებებით."- განაცხადა ნინო ხვიტიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42