თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი სალაყაიას ქონება დაყადაღდა
სამართალი - 19:52, 27 Jul, 2018     2462

ვლადიმერ ჯანჯღავას და „გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის“ ადვოკატის იმედა დვალიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ კომპანია „ბადაგონის“ მითვისების პროცესში არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, სამართალდამცავი უწყების მიერ გამოვლენილი ფაქტების და გარემოებების მიუხედავად პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის წარმოება „ბადაგონთან“ დაკავშირებით შეწყვიტა. რის შემდეგაც კომპანიის ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაუდებელ აუცილებლობად ჩათვალა დაუყონებლივ დაყადაღებულიყო გიორგი სალაყაიას ქონება. ყადაღა დაედო, როგორც სალაყაიას უძრავ და მოძრავ ქონებას ასევე კომპანია „ბადაგონში“ მის სახელზე რიცხულ აქციებსაც.

მოგახსენებთ რომ გიორგი სალაყაიამ თაღლითური გზით მოახერხა კომპანიის რეალური მფლობელის ვლადიმერ ჯანჯღავას დარწმუნება „ბადაგონის“ თითქოსდა გაკოტრებაში, რის შემდეგაც ასევე თაღლითურად, კომპანიის „გადარჩენის“ მიზნით გაიფორმა კომპანიის 100 % იანი წილი და საბანკო კრედიტის აღების მოტივაციით მიითვისა კომპანია „ბადაგონი“.

თებერვლის თვეში კომპანიაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ამავე პერიოდიდან გიორგი სალაყაია ცდილობდა კომპანიის სამართლებრივი ფორმის შეცვლას, რაც აპრილის თვეში განახორციელა კიდევ და შპს „ბადაგონი“ გარდაქმნა სააქციო საზოგადოებად, მას შემდეგ რაც სასამართლომ რამდენიმე დღის წინ დააყადაღა მის სახელზე რიცხული აქციები, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით გიორგი სალაყაია ცდილობს ამ აქციების მესამე პირებზე უკანა თარიღით გადაყიდვას.

ვაფრთხილებთ, როგორც გიორგი სალაყაიას, ასევე ნებისმიერ პირს რომელზეც შესაძებელია მოხდეეს ამ აქციების გადაფორმება-ყველა გარიგებაზე რომელიც შედგება უკანა ან ნებისმიერი თარიღით ამ აქციებთან დაკავშირებით, განხორციელდება კანონით დადგენილი სამართლებრივი პროცედურები. ყველა იმ პირმა, რომელიც მასთან ამ უკანონო გარიგებაში შეიძლება შევიდეს, უნდა იცოდეს, რომ გიორგი სალაყაია არ არის აქციების ნამდვილი მესაკუთრე. ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სალაყაია აპირებს აქციების პირებზე გადაფორმებას, ადასტურებს, ისიც, რომ იგი დღემდე შეგნებულად ამბობს უარს აღმასრულებელთან თანამშრომლობაზე და სახელმწიფოს წარმომადგენელს არ აწვდის ინფორმაციას კომპანია „ბადაგონის“ აქციების რეგისტრაციის და მარეგისტრირებლის თაობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42