თაღლითური სქემა - სუს-მა ორი პირი პასუხისგებაში მისცა
სამართალი - 14:14, 27 Jul, 2018     2111

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ორი პირი მისცა:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი იზა წ, ხოლო დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში მცხოვრები მოქალაქე კახა ბ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კახა ბ-მ, რომლის ოჯახსაც ზუგდიდის ადგილობრივი არქივის მონაცემებით ერიცხება 7700 კვ.მ ფართობის საკარმიდამო ნაკვეთი, გადაწყვიტა აღნიშნული ჩანაწერის გამოყენებით თაღლითური გზით, მის სახელზე დაერეგისტრირებინა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში, მის ნაკვეთთან ახლოს მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 6001 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ამ მიზნით საკადასტრო აზომვითი ნახაზი შეადგინა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა იზა წ-მ არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, სათანადოდ არ გამოიკვლია წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გამოსცა ბრძანებები, რომელშიც მიუთითა, რომ კახა ბ-ს მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

აღნიშნული დოკუმენტის გამოყენებით კახა ბ-მ 6001 კვ.მ. ფართობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 30005 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი მის სახელზე უკანონოდ დაირეგისტრირა.

გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს), დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე (სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

აღნიშნული მიწის ნაკვეთი გამოძიების მიერ დაყადაღებულია და დაწყებულია პროცედურები ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დასაბრუნებლად“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42