ბაქრაძე ბრალდების არც ერთ ეპიზოდს არ აღიარებს და კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს.
ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ ვეფხია ბაქრაძე მხოლოდ განზრახ მკვლელობას აღიარებს და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ბრალდებული არ ეთანხმება.
მარსაგიშვილი ადასტურებს, რომ გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფს სისხლის სამართლის კოდექსის 6 სხვადასხვა მუხლით კი გამოძიებამ ბრალდებულს ბრალი მოკლულის დედის, ნათელა გობაძის მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამო წაუყენა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ვეფხვია ბაქრაძე ნათია გაბოძის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, ძალადობას, მუქარას, გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებას ედავება.
ოფიციალური ინფორმაციით, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მამინაცვალმა შვილების თვალწინ 13 აპრილს მოკლა.
საქმეში არსებული ჩვენებებიდან ირკვვევა, რომ ყელგამოჭრილი დედის გადარჩენას, 3 და 6 წლის ბავშვები ცდილობდნენ.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, მოკლულის და, თათია გამრეკელაშვილი წერს, რომ პირველად 5 წლის დისშვილმა უამბო ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები. მცირეწლოვანი ბავშვი, 4 წლის ძმასთან ერთად დეტალურად ყვებოდა, როგორ გამოჭრეს ყელი დედას და როგორ დატოვა დამნაშავემ შემთხვევის ადგილი.
რაც შეეხება 63 წლის ვეფხვია ბაქრაძეს, ის გერის მკვლელობას აღიარებს, თუმცა არა დამამძიმებელ გარემოებაში. თუ გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა თამარ გამრეკელაშვილის შვილს აიძულა დედისთვს დანა ჩაერტყა და ეს სისასტიკე აყურებინა, მაშინ მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






