"ივანე ჯავახიშვილმა სამხრეები თვითონ დაიხია" - შსს
სამართალი - 11:28, 27 Jul, 2018     1938
დაცვის პოლიციის თანამშრომელის, ივანე ჯავახიშვილის ბრალდებას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, შსს განცხადებით ეხმაურება.

უწყებაში ირწმუნებიან, რომ ჯავახიშვილი თავად იქცეოდა აგრესიულად და მან სამხრეებიც საკუთარი ხელით დაიხია.

"დაცვის პოლიციის თანამშრომლის - ი.ჯ.-ს მიმართ, მისი მეუღლის განცხადების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2018 წლის 21 ივლისს დაიწყო გამოძიება მუქარის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით.

ი.ჯ.-მ 21 ივლისს სამსახურში მიაკითხა მეუღლეს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. პოლიციამ გამოძიების დაწყების პარალელურად ი.ჯ.-ს მიმართ იმავე დღეს გამოსცა შემაკავებელი ორდერი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში ი.ჯ. გამოკითხვის მიზნით დაბარებული იქნა გენერალურ ინსპექციაში, სადაც ის პროტესტის ნიშნად მოიქცა აგრესიულად, საკუთარი ხელით დაიხია სამხრეები და მოითხოვა შენობის დატოვება, რისი საშუალებაც მისცეს სამინისტროს თანამშრომლება.

გავრცელებული ინფორმაცია გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მხრიდან მისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ სამინისტროს მკაცრი პოლიტიკის გათვალისწინებით, ემსახურება დისციპლინური და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან თავიდან არიდების მიზანს.

სამინისტრო იმოქმედებს კანონის ფარგლებში როგორც მოქალაქეების, ისე პოლიციელების მხრიდან სამართალდარღვევის შემთხვევაში და მათ მიმართ გაატარებს შესაბამის ზომებს.

ამასთან, ი.ჯ.-ს ადვოკატის განცხადება მისთვის შესაძლო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ სათანადო რეაგირებისთვის გაიგზავნა პროკურატურაში"- ნათქვამის უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42