„ეცვათ კრიმინალური პოლიციის ფორმა...მცემდნენ...“ - აფგან მუხთარლის წერილობითი ჩვენება პროკურატურას
სამართალი - 15:42, 26 Jul, 2018     979

აფგან მუხთარლის წერილობითი ჩვენება - აზრებაიჯანელმა ჟურნალისტმა საქართველოს პროკურატურას ბაქოს ციხიდან მოწერა. წერილში ის დეტალურად აღწერს როგორ და რა ვითარებაში გაიტაცეს ის თბილისის ცენტრიდან.

„უკნიდან მოსული ორი პირი თავს დამესხა. მძღოლიც მათ ეხმარებოდა და მცემდნენ. მათ ეცვათ კრიმინალური პოლიციის სპეციალური ფორმა. ძალით დამსვეს მანქანაში, რის შემდეგაც ავტომანქანა ქვემოთ ჩავიდა და მარცხნივ შებრუნდა. საბავშვო მოედანთან გააჩერეს და მანქანაში მცემდნენ. აეროპორტისკენ მისვლისას თავზე ტომარა ჩამომაცვეს. ტომარის ნახვრეტიდან გზას ვხედავდი. მანქანა საგარეჯოს მიმართულებით მოძრაობდა. მინდა ავღნიშნო, რომ ლაგოდეხში მოგზაურობისას იგივე გზა რამდენჯერმე გავიარე. ის პირები, რომლებმაც საქართველოში გამიტაცეს ქართველები იყვნენ. ტელეფონით ქართულად საუბრობდნენ. ჩემს გატაცებასთან პირდაპირ კავშირშია საქართველოს მთავრობა, კრიმინალური პოლიცია სასაზღვრო სამსახურის და ლაგოდეხის საბაჟო გამტარი პუნქტის უფროსი. რადგან ჩემი გატაცების შემდეგ, ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტის გავლის შემდეგ ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩამაბარეს აზერბაიჯანის მხარეს,“-წერს მუხთარლი.

საქართველოში აფგან მუხთარლის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს აფგან მუხთრალის ჩვენება ქართულ ენაზე ითარგმნა და ის ნოტარიულად არის დამოწმებული.

„ყოველ ჯერზე ჩვენ პროკურატურის და გამოძიების მხრიდან გვესმოდა არგუმენტად საქმის არ გამოძიების ის, რომ გამომძიებლებს არ ეძლეოდათ მუხთარლის დაკითხვის შესაძლებლობა და ეს სახელდებოდა გამოძიების დამაბრკოლებელ გარემოებად. იმისთვის, რომ ჩვენ ყველანაირად ხელი შეგვეწყო გამოძიებისათვის, ჩემი თხოვნით აზერბაიჯანელმა ადვოკატმა აფგანს დააწერინა ის ჩვენებამ რაც მას შეეძლო მიეცა ქართული გამოძიებისათვის. ეს ჩვენება ჩვენ დაახლოებით თვის დასაწყისში უკვე გადმოგვეგზავნა, შემდგომ დრო დასჭირდა მის თარგმნას ქართულად. ნოტარიულად დამოწმდა თარგმანი და წარვადგინეთ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში იმ მიზნით, რომ გამოძიებას ხელი არ შეშლოდა. აღნიშნულ ჩვენებაში აფგან მუხთარლი ჰყვება დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც მის მიმართ განხორციელდა,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარემ, არჩილ ჩოფიკაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42