გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის არარსებობის გამო 465 ობიექტი დაჯარიმდა, 252-ს კი, გაფრთხილება მისცეს
სამართალი - 10:56, 26 Jul, 2018     1114
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 6 თვეში (იანვარი-ივლისი) არაგეგმიური შემოწმებების დროს, 465 ლიცენზირებადი ობიექტი გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის არ არსებობის, ან სტანდართებთან შეუსაბამობის გამო დააჯარიმა, ხოლო 252 ობიექტს გაფრთხილება მიეცა.

"შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ლიცენზირებადი სააფთიაქო ქსელები, აზარტული თამაშების ობიექტე ბი (მათ შორის ტოტალიზატორი, სლოტ-კლუბი, ლოტო, სამორინე), ავტო-გასამართი სადგურები და სავალუტო ობიექტები ვალდებულნი არიან, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის დამონტაჟება და შეუფერხებლად მუშაობა უზრუნველყონ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდარღვევის ირგვლივ მტკიცებულებების მოგროვებაში დაეხმარება და დანაშაულის უმოკლეს ვადაში გახსნას შეუწყობს ხელს.

საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ობიექტების არაგეგმიურ შემოწმებას მუდმივად ახორციელებს. კონტროლდება გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, კონკრეტულად კი, რამდენად ეფექტურად არის ხედვის არეალი დაფარული. ასევე, დამონტაჟებულია თუ არა ობიექტის გარე პერიმეტრზე 2 მთავარი კამერა (გარდა აფთიაქებისა ყველა სხვა ობიექტს ევალება სათადარიგო შესასვლელის არსებობის შემთხვევაში ერთი სათადარიგო, იგივე პარამეტრების მქონე ვიდეოკამერის განთავსება) შესაძლებელია თუ არა ძირითადი ან სათადარიგო (გარდა აფთიაქებისა) შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსის დაფარვა, აქვს თუ არა სისტემას 30 დღიანი ჩანაწერის შენახვის მეხსიერება, არის თუ არა ჩანაწერის გარჩევადობა არანაკლებ 3 მეგაპიქსელისა და დღე-ღამის რეჟიმში იძლევა თუ არა ვიდეოჩანაწერი შესაძლებლობას, რომ ზემოაღნიშნულ არეალში მოხდეს პიროვნების სახის იდენტიფიკაცია.

აღსანიშნავია, რომ არაგეგმიურ შემოწმებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპლექსურად, ლიცენზიის გამცემ სუბიექტთან ერთად ატარებს, მათ შორისაა ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები, ეროვნული ბანკი და შემოსავლების სამსახური.

საერთო ჯამში, წელს არაგეგმიური შემოწმება 1640 ობიექტში ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში არეალის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს და ამ ობიექტებს ლომბარდებიც დაემატება" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42