ადვოკატი ბრალდებულისთვის 20 ათასი ლარიანი გირაოს ითხოვდა.
ადვოკატის ინფორმაციით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას ახალგაზრდა მამაკაცმა მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, რა დროსაც პოლიციელმა უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე იარაღი გამოიყენა. დაკავებული პოლიციელი ამ დრომდე ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. იგი სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პოლიციელის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ.
ფოთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა 23 ივლისს სასურსათო მაღაზიასთან მდებარე თანხის ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე დაკავებისას, ბრალდებულს ცეცხსასროლი იარაღით თავის არეში დაზიანება მიაყენა.წარსულში ნასამართლევი პირი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციელს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას ედავებიან.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა 22 წლის ნაზიმ გუზანოვს მაშინ ესროლა, როცა ის ფოთის ცენტრში სწრაფი გადახდის აპარატის დაზიანებასა და თანხის მითვისებას ცდილობდა.
პოლიციელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
მასალის გამოყენების პირობები






