ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს მთავარი პროკურორის მოადგილეები პასუხობენ. დეპუტატები დაინტერესდნენ იცნობდნენ თუ არა პროკურორები მირზა სუბელიანს, რომელიც ამ საქმის ორი ფიგურანტის ნათესავია და ასევე რატომ არ მოხდა მისი დაკითხვა.
„ჩემთვის ცნობილი გახდა პირველ დეკემბერს, რის თაობაზეც მე მითხრა ქალაქის პროკურორმა. დამირეკა და მითხრა, რომ მირზა იყო მოსული ჩემთან სუბელიანი. მის შვილს მოსვლია ინციდენტი, რასაც მოჰყვა ის უბედურება ხორავას ქუჩაზე და სად არის მირზა გაუშვით პოლიციაში. საქმის კურსში ჩამაყენა იმ მიზნით, რომ მირზა სუბელიანი იყო ჩვენი თანამშრომელი,“-განაცხადა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა.
თავად თბილისის პროკურორი კი ამბობს, რომ მირზა სუბელიანს ჰქონდა მინიმალური შემხებლობა საქმესთან.
„საქმეში მირზა სუბელიანის შემხებლობა ის იყო რომ იგი რამდენიმე საათში როგორც წარმომადგენელი მისი შვილის დაკითხვას ესწრებოდა და ასევე გარკვეული მოწმეები ახსენებდნენ რომ მირზა მივიდა მათთან და მოუწოდა ეთანამშრომლათ საგამოძიებო ორგანოებთან და ამის შემდეგ კადრები გავრცელდა უკვე პეკინის ქუჩაზე მირზა სუბელიანის გადაადგილების შესახებ,“-განაცხადა თბილისის პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






