მოზარდების მკვლელობა - რატომ არ ამოიღეს მ.კ.-ს სისხლიანი ტანსაცმელი - პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანებს ახსნა-განმარტების მიცემა მოუწიათ
სამართალი - 17:03, 23 Jul, 2018     1359
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც დღეს თბილისის ყოფილი პროკურორი და მისი მოადგილე გამოკითხეს კომისიის წევრი ირაკლი აბესაძე დაინტერესდა იცოდა თუ არა გიორგი გობაძემ რომ მ.კ.-ს სისხლიანი ტანსაცმელი ინახებოდა სახლში და რატომ არ მოხდა მისი ამოღება.

„3 დეკემბერს, მ.კ თავისივე ჩვენებაში ეუბნება გამომძიებელს, რომ მაისური, რომელიც მას ეცვა იყო სისხლიანი, გამოიცვალა მეზობელთან ყოფნისას და მეზობელმა ეს მაისური მისცა მ.კ-ს ძმას, ლუკა კალანდიას. 3 დეკემბერს, ასევე იკითხება ლუკა კალანდია, რომელსაც არაფერს ეკითხებიან ამ ტანსაცმელზე თუ სად წაიღო მან მ.კ-ს ტანსაცმელი. არც ერთ ოფიციალურ ჩვენებაში არ ფიქსირდება, რომ მან ტანსაცმელი გადაყარა. 22 დეკემბერს, ლუკა კალანდიას განმეორებითი დაკითხვის შემდეგ ის უკვე გამომძიებელს ეუბნება, რომ სისხლიანი მაისური გაირეცხა სახლში და დღესაც ჩვენს სახლში ინახებაო. ანუ 3 დეკემბერს გამომძიებელმა იცის და მას შეულია ამოიღოს ტანსაცმელი, თუმცა ამას არ აკეთებს. დამეთანხმებით, რომ არასწორად თქვა გამომძიებელმა, როდესაც გითხრათ, რომ ეს ტანსაცმელი გადაყრილია და ვერ აღმოვაჩინეთო?“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

გიორგი გაბოძემ კი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მ.კ-ს ტანსაცმელი გადაყრილი იყო და აღნიშნული ინფორმაცია მიღებული ჰქონდა პროკურორის ან ერთ -ერთი ხელმძღვანელი პოლიციელის მიერ.

"მქონდა ინფორმაცია, რომ მ.კ-ს ტანსაცმელი გადაყრილი იყო. თუ არ იქნებოდა გადაყრილი, უნდა ჩატარებულიყო ჩხრეკა და ეს ტანსაცმელი უნდა ამოღებულიყო... ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ჩატარებულიყო ყველა ობიექტის ჩხრეკა, ვინც მონაწილეობდა ინციდენტში, მათ შორის ნათესავების და მეზობლების. თუ რაღაცნაირად ამის სტანდარტი იქნებოდა, რომ იქ გადამალეს მტკიცებულებები.

თუმცა რა ტიპის მოქმედებები ჩატარდა, ეს უკვე განსაზღვრული იყო პროკურორის და გამომძიებლის მიერ. ეს იყო გამომძიებლის შესაფასებელი“, - განაცხადა გიორგი გაბოძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42