მირზა სუბელიანის კომუნიკაცია მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორთან - მიხეილ შაყულაშვილი სკანდალურ დეტალებს იხსენებს (ვიდეო)
სამართალი - 13:27, 23 Jul, 2018     3922

თბილისის ყოფილი პროკურორი, მიხეილ შაყულაშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მოზარდების მკვლელობის დღეს, 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანი მასთან კაბინეტში პირადად მივიდა.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი პროკურორის ინფორმაციით, გარდაცვლილი ლევან დადუნაშვილი მიხეილ შაყულაშვილის შვილის კლასელი და მეგობარი იყო.

“16:15 საათზე ჩემს ტელეფონზე შემოვიდა ზარი და აღმოჩნდა, რომ მირზა სუბელიანი მირეკავდა. აპლიკაციით მირეკავდა. მითხრა, რომ მირზა იყო და ვუთხარი, რომ არ მეცალა, რადგან 51-ე სკოლაზე ვიყავი გადართული. მან კი საპასუხოდ მითხრა, რომ ზუსტად ამ საკითხზე უნდოდა შეხვედრა. ვიგრძენი, რომ ინფორმაცია ჰქონდა და დავიბარე, რომ სასწრაფოდ მოსულიყო ჩემთან. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მოვიდა ჩემს კაბინეტში სუბელიანი, გაფითრებული და დაბნეული იყო. დავსვი მაგიდასთან და ვკითხე რა მოხდა. სუბელიანი კი მპასუხობს, რომ 51-ე სკოლასთან მომხდარი უბედურება მისი შვილის და შვილის მეგობრის ჩაგვრის გამო მოხდა.

მეუბნება, რომ მისმა შვილმა ჩაგვრის შემდეგ დაურეკა დეიდაშვილს, რომელმაც თავის მხრივ წამოიყვანა მეგობრები, რომლებიც შეიკრიბნენ სადღაც გვერდზე ქუჩაზე და მოხდა უბედურება. ეს იყო ზოგადი მონახაზი. სუბელიანმა მითხრა, რომ იყო დაბნეული და მერჩია რა გაეკეთებინა. ამის შემდეგ პირდაპირ ვეკითხები - მირზა, შენი შვილი არის მკვლელობაში გარეული თუ არა? ვის ეჭირა დანა? მან კი მიპასუხა, რომ მე შვილი ასე არ გამიზრდია, რომ მკვლელობაში იყოს გარეულიო, ხოლო ვინ იხმარა დანა მე არ ვიციო. ვხდები, რომ აღარ აქვს კითხვების დასმას აზრი და ვუთხარი - მირზა, გარდაცვლილია ჩემი შვილის მეგობარი, ჩათვალე, რომ ჩემი შვილია გარდაცვლილი მეთქი, ახლავე ჯდები მანქანაში და ისვამ შენს შვილს, მიდიხარ პოლიციაში და აძლევ სრულ ჩვენებას. ამის შემდეგ მირზა სუბელიანს აღარაფერი უთქვამს, გავიდა ოთახიდან და დატოვა თბილისის პროკურატურის შენობა.

ავიღე ყურმილი და 16:45 საათზე მთავარ პროკურორს შევატყობინე მირზა სუბელიანის ვიზიტის შესახებ და მოვუყევი სუბელიანის მონაყოლის შინაარსი. ასევე კურატორ მოადგილეს მოვუყევი ყველაფერი და ვუთხარი, რომ სუბელიანი პოლიციაში გავგზავნე. დავურეკე ასევე ჩემს მოადგილეს, გიორგი გაბოძეს, რომ გაეკონტროლებინა, რომ ამ ბავშვისგან სრულყოფილი ინფორმაცია ამოგვეღო. ამის შემდეგ დავურეკე ქალაქის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და ვუთხარი, რომ მივიდოდა მირზა სუბელიანი, ავუხსენი სიტუაცია და ვუთხარი, რომ დაკითხვა გაეკონტროლებინა. ამის შემდეგ სუბელიანთან კონტაქტი აღარ მქონია. მხოლოდ აღდგომის დღესასწაული მივულოცე“, - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42