მონაწილეობდა თუ არა მიხეილ კალანდია სარალიძის მკვლელობაში? - საგამოძიებო კომისია პროკურატურის წარმომადგენლებს კითხავს
სამართალი - 12:12, 23 Jul, 2018     1569

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს.
სხდომა უკვე 2 საათია, გრძელდება. დეპუტატების ძირითადი შეკითხვები უშუალოდ გამოძიების მიმდინარეობას ეხება.

დეპუტატები დაინტერესდნენ როდის გადაწყვიტეს საგამოძიებო ორგანოში, დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალი წაეყენებინათ ერთ-ერთი არასდრულწლოვნისთვის.

ოთარ კახიძის განცხადებით, საქმის მასალებში არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობა დასტურდება.

თბილისის ყოფილი პროკურორმა, მიხეილ შაყულაშვილმა განაცხადა, რომ გ.ბ-ის მიმართ სარალიძის მკვლელობის ნაწილში ჰქონდათ ერთ-ერთი მოწმის პირდაპირი ჩვენება.

„გ.ბ-ს მიმართ სარალიძის მკვლელობის ნაწილში იყო მოწმე მ.კ-ს პირდაპირი ჩვენება, დანაზე და ხელსახოცზე, რომელშიც ეს დანა იყო გახვეული ამოსული გ.ბ-ს და სარალიძის დნმ კვლები. დადუნაშვილის და სარალიძის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები, რომელშიც აღწერილი ჭრილობების განლაგება თანხვედრაში იყო ჩვენებებთან, მოწმე ლუკას კალანდიას ჩვენება. გ.ბ.-ს მიმართ არსებული ფარული ჩანაწერი ფარდულში ჰყოფნის ნაწილში, ასევე, თუ არ ვცდები ა.დ.-ს ფარული ჩანაწერი იყო ტაქსში მონაყოლის ნაწილში,“ - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

გიგა ბოკერია დაინტერესდა, თუ საქმეში არსებობდა ფარული ჩანაწერი, რომელშიც არასრულწლოვანი დადუნაშვილის მკვლელობას აღიარებს, რატომ იყენებდა პროკურატურა ამ ფარულ ჩანაწერს სარალიძის მკვლელობის ნაწილშიც.

„ანუ ეს ფარული ჩანაწერი, რომელიც, პრინციპში, საკვანძო მტკიცებულებაა ამ პირის მიმართ, სადაც ის დადუნაშვილის მკვლელობას აღიარებს, ამ ფარულ ჩანაწერს, სადაც ის სარალიძეზე არაფერს არ იძახის, როგორ იყენებთ სარალიძის მკვლელობაში ბრალდებისთვის. თუ ეს ჩანაწერი არის ნამდვილი მტკიცებულება თქვენთვის და მოსამართლესთან მიგაქვთ და იმ სტანდარტით ხელმძღვანელობთ, რაზეც ბატონი ოთარი გესაუბრათ, აქ კაცი იძახის დანა დაარტყაო და სარალიძის ნაწილში აღწერს ყველაფერს და პირიქით, აღწერს ყველაფერს, როგორ არ ყოფილა ფიზიკურ შეხებაში,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

თბილისის პროკურორის ყოფილი მოადგილე, გიორგი გაბოძე აცხადებს, რომ გ.ჯ.-ს და გ.ბ-ს ბრალი რომ წაუყენეს, მალევე გახდა ცნობილი, რომ გარკვეული გარემოებები სხვაგვარად იყო.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42