თბილისის საქალაქო სასამართლომ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახეზე იმსჯელა. სასამართლომ ბარლდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დ.ღ.-ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს დაცვის მხარე და გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს:
„არ გაითვალისწინა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე მისი საუკეთესო ინტერესი, ვფიქრობ, მკაცრი ღონისძიება გამოიტანა, როგორიც არის პატიმრობა, მაშინ, როცა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებითაც, ჩვენ ვითხოვდით გირაოს 2 ათასი ლარის ოდენობით, მიზნების მიღწევა ასეც შეიძლებოდა, თუმცა, არ გაითვალისწინა სასამართლომ და მიიღო მისი პატიმრობაში დარჩენის გადაწყვეტილება, რაც უკანონოა და აუცილებლად გავასაჩივრებთ მას სააპელაციო სასამართლოში. ის, რომ ნამდვილად შეხვდა ზაზა სარალიძეს და ამაზე თქვა სასამართლოზე, არ შევხვედრილვარო, მაგას აღიარებს და ნანობს, თურმე ხდებოდა იქ ფარული ჩაწერა, არ იცოდა არასრულწლოვანმა ამის შესახებ და ამას აღიარებს, რომ მართლა შეხვდა“, - აცხადებს ადვოკატი.
მასალის გამოყენების პირობები






