სასამართლომ კომპანია "ბადაგონის" დამფუძნებელ გიორგი სალაყაიას სახელზე აღრიცხული ქონებები დააყადაღა
სამართალი - 21:30, 20 Jul, 2018     2941
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოსარჩელე შპს "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის" მოთხოვა დააკმაყოფილა.


მოსამართლე ანა ჩოგოვაძის გადაწყვეტილებით, კომპანია "ბადაგონის" დამფუძნებელ გიორგი სალაყაიას მის სახელზე აღრიცხული უძრავ-მოძრავი ქონებების გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა აეკრძალა.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, ეს ქონებებია:

სს „ბადაგონში“ 100%-იანი აქციები, რომელიც აღრიცხულია გიორგი სალაყაიას სახელზე

თბილისში, გაზაფხულის # 15 ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება

უძრავი ქონება მდებარე ქალაქ თბილისში, ტაბახმელაში, სოფელი შინდისში

უძრავი ქონება სენაკის რაიონის სოფელ ახალსოფელში.

შპს „გრეიპ ლენდი grape lan”-ში გიორგი სალაყაიას სახელზე აღრიცხული 100%-იანი წილი

შპს „ბადაგონი სთორში“ გიორგი სალაყაიას სახელზე აღრიცხული წილი

სატრანსპორტო საშუალება HONDA PILOT

სატრანსპორტო საშუალება MERCEDES – BENZ GLS

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხსენებული ქონებები უკვე დაყადაღდა.

ჟურნალისტი მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს გიგა კვერენჩხილაძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაყადაღების მიზეზები განმარტა:

„ მე ვარ შპს "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენელი. ეს გახლავთ ის კომპანია, რომელიც ფლობდა ყოველთვის ამ აქციებს და ეს აქციები მას ჰქონდა დროებით გადაცემული გიორგი სალაყაიასთვის. სამწუხაროდ, ბატონმა გიორგი სალაყაიამ გადაწყვიტა, მიეთვისებინა ეს აქციები, შესაბამისად, იძულებული გავხდით, სასამართლოს მეშვეობით მოგვეთხოვა ამ აქციების დაბრუნება. ეს იყო შპს ბადაგონის წილი, რომელიც უკანონოდაა გარდაქმნილი სააქციო საზოგადოებად გიორგი სალაყაიას მიერ. ამიტომ, დავაყადაღეთ ეს აქციები და ასევე სხვა უძრა- მოძრავი ქონება დავუყადაღეთ ბატონ გიორგი სალაყაიას",-აღნიშნა საუბარში გიგა კვერენჩხილაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ანა ჩოგოვაძის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 19 ივლისით თარიღდება. მოპასუხე მხარეს შეუძლია, განჩინება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42