სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო
სამართალი - 19:20, 19 Jul, 2018     1556

2018 წლის 19 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, ბრალდებულების დ. თ.-სა და ე. ბ.-ს მიმართ.

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 9 ოქტომბერს, ბრალდებულები სხვა პირებთან ერთად მივიდნენ ბ.მ.-ს საცხოვრებელ სახლში, ბრალდებული ე. ბ. ბ.მ.-ს გაეცნო, როგორც ,,დიდი ქურდული ოჯახის წევრი“ და სიცოცხლის მოსპობისა და მოკვლის მუქარით მოითხოვეს 2000 აშშ დოლარის გადახდა. მომდევნო დღეებში, ბრალდებულები კვლავ დაუკავშირდნენ დაზარალებულს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით რამდენჯერმე განუსაზღვრეს თანხის გადახდის ვადა. 2017 წლის 17 ოქტომბერს, ე. ბ. –მ ბ.მ.-სთან სატელეფონო საუბრისას სახეზე ჭრილობის მიყენებისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, კვლავ მოითხოვა თანხის გადახდა. იმავე დღესვე ბრალდებულებმა გ.ქ.-სა და თ.ბ.-ს დაავალეს დაზარალებულის მოძებნა და ცემა.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულთა მხრიდან მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42