აღნიშნული პირი დანაშაულს თავიდან ბოლომდე შეესწრო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.
"ჩემს წინ არავინ გარდაცვლილა. არ ვიცი, იქ ბევრი ბავშვი იყო. ვინ რა გააკეთა, მართლა არ დამინახავს. პოლიციაში არ დამირეკავს. ჩხუბი რომ დაიწყო, მაშინვე ყვიროდნენ, რომ პოლიციაში დარეკილიაო. მე არ დავკვირვებივარ არაფერს. რა გავაკეთე ვერ დავიმახსოვრე. მე არაფერს ვმალავ. სახეზე, რომ მახსოვდეს აუცილებლად ვიტყოდი. ჩემს წინ არავინ გარდაცვლილა. არ ვიცი. იქ ბევრი ბავშვი იყო. ვინ რა გააკეთა მართლა არ დამინახავს. ხმალი ხო არაა რომ დამენახა?“- განაცხადა ნიკოლოზ იორდანაშვილმა.
ამის საპასუხოდ ოთარ კახიძემ აღნიშნა:
„ცრუ ჩვენება სისხლის სამართლის წესით ისჯება. თქვენ სასამართლოზეც გაქვთ მიცემული ჩვენება და თქვით, რომ არაფერი დაგინახავთ. თუ პროკურატურა მიიჩნევს, რომ ეს სიცრუეა, მაშინ ისჯება 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. ხელში ტელეფონი გეჭირათ და პოლიციაში რატომ არ დარეკეთ? სხვამ საერთოდ როგორ მოგასწროთ ან დარეკვა ან დაყვირება? თქვენ რასაც ყვებით არ გეგონოთ, რომ ყველაფერი გვჯერა. ამას ჩვენ შემდგომ შევაფასებთ. ეს უბრალო ჩხუბი არ იყო. ერთ მოზარდს ორჯერ დაარტყეს დანა, მეორეს 12-ჯერ. ამიტომ უბრალო ჩხუბი არ ყოფილა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






