"ჩემი სურვილია და მოვითხოვ, რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩემი შეხვედრა აშშ-ის ფედერალური ბიუროს გამომძიებლებთან. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, ჩვენება მისცეს სწორედ აშშ-ის ფედერალური ბიუროს გამომძიებლებს.
დაინტერესებული ვართ მათთან შეხვედრით, თანამშრომლობით. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა შედგება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყველა ექსპერტიზა, რაც ამ საქმის ირგვლივ არის ჩასატარებელი და დანიშნული, ამერიკის ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარდეს ამერიკაში, მათ კვლევით ლაბორატორიებსა და საექსპერტო ბიუროებში. მე, როგორც ბრალდებულის ადვოკატი, მზად ვარ პირდაპირ დებატებში დავუჯდე საქმის პროკურორს, ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც კი სურვილი აქვს და ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას, რომელიც არ იქნება დამაზიანებელი გამოძიებისთვის...
ქართული გამოძიების კომპეტენტურობა და მიუკერძოებლობა არის საკითხი, რაც ხორავას ქუჩის საქმემ გვაჩვენა. ქართულ გამოძიებას თავად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები რომ არ ენდობიან, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რატომ არანაირ ზომას არ იღებს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ არის ორი უცნობი პიროვნება, საიდან აღმოჩნდა ორი ადამიანი ხადას ხეობაში?" - განაცხადა ადვოკატმა.
ამერიკის მოქლაქეების მკვლელობა ხადას ხეობაში - ბრალდებულ 19 წლის მწყემსს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, გამოძიებაში FBI ჩაერთო. თუმცა, არ აკონკრეტებენ, როდიდან მოხდა ამერიკული მხარის ჩართვა.გარდა ამისა, ამოღებულია მოკლული სმიტების ოჯახის ფოტოაპარატი, რომელსაც FBI უკვე სწავლობს.
მასალის გამოყენების პირობები






