„სმიტების მკვლელობაში ფიგურირებს კიდევ ორი პირი, რომელიც იმალება” - რას ჰყვებიან ამერიკელი ცოლ-ქმრის მარნეულელი მეზობლები
სამართალი - 11:36, 13 Jul, 2018     4753
ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ირგვლივ მედიის ინტერესი არ ცხრება, გამოძიების ობიეატურად ჩატარების იმედი აქვთ მარნეულში, სადაც ეჭვობენ, რომ „სმიტების მკვლელობაში ფიგურირებს კიდევ ორი პირი, რომელიც იმალება”.

ეს ვერსია მოისმინა ჟურნალისტმა ნანა ფიცხელაურმა, რომელიც ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე მუშაობს.

„მთელი მარნეული შოკირებულია, ვერაფერს უკავშირებენ მომხდარს. შევხვდი ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც ლორა სმიტთან მეგობრობდა და რომელმაც მითხრა, მარნეულში არის ასეთი ვერსია, რომ ეს დანაშაული, 19 წლის მალხაზ კობაურს მარტო არ ჩაუდენია და მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ორი პირი, რომელმაც როგორც მითხრეს, გაქცევა მოახერხა და მათი სამძებროო ღონისძიებები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, ვერც იმას დავადასტურებ, რამდენად რეალურია ქალბატონის მონაყოლი, თუმცა ასეთი ვერსია არსებობს. რაც ოფიციალურად ვიცით, სასტიკ მკვლელობას არ ჰყავს თვითმხილველები, როგორც ეს პროკურორმა ბრძანა, არსებული მტკიცებულებებით დანაშაულში სხვა პირების მონაწილეობა ამ ეტაპზე არ დასტურდება“- განაცხადა "ნიუპოსტს" ფიცხელაურმა.

მიმდინარე წლის 6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ავტორმა ოპერატორსუთხრა, რომ სმიტების ოჯახი დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

სამართალდამცველებმა თავდაპირველად სოფელ წკერეში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.

იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ლორა სმიტი ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიან სმიტის ცხედარი აღმოაჩინეს.

პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული, 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური დააკავა, რომელმაც შს სამინისტროს ცნობით, აღიარა ჩადენილი დანაშაული. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულმა თავად აჩვენა, 4 წლის მოზარდის ცხედარი პოლიციელებს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბექაურმა მასშემდეგ მოკლა, რაც პატარამ მამის სასტიკიმკვლალობა ნახა.

სასამართლოზე ბრალდებულმა ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ სმიტები უცხო მამაკაცებმა მოკლეს. დაკავებლს მოსამართლემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42