რატომ შეეფარდა პატიმრობა სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მწყემსს - სასამართლოს განმარტება
სამართალი - 17:43, 11 Jul, 2018     4305
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მცხეთის რაიონული სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

„მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. მალხაზ კ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ე.ი. განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი ან მეტი პირის მიმართ.

საქმე ეხება 4 ივლისს, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა სანადირო თოფით, მეუღლისა და 4 წლის შვილის თანდასწრებით, დამიზნებით, ზურგისა და თავის არეში ესროლა მ.ს.-ს. ფაქტს წინ უძღოდა, მ.ს.-ს შენიშვნა ბრალდებულის მიმართ, თანნაქონ სანადირო თოფთან დაუდევარი მოპყრობის გამო. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მალხაზ კ.-მ თოფიდან ამოიღო გასროლილი მასრები და ჩაალაგა დამუხტული ვაზნები, ხოლო გარდაცვლილის მეუღლე ლ.ს. თავის გადასარჩენად გაიქცა ხევის მიმართულებით, რა დროსაც გადავარდა სიმაღლიდან და გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა ესროლა 4 წლის ბავშვს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე გასროლილი მასრები გადაყარა მდინარეში, შემდეგ მ.ს.-ს გვამიც გადააგდო მდინარეში, ხოლო არასრულწლოვნის ცხედარი, მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად გადამალა თოვლის ზვავის ქვეშ, ბუნებრივად წარმოშობილ მცირე ზომის ქვაბულში. ბრალდებულმა მკვლელობის იარაღი-თოფი, დარჩენილ ვაზნებთან ერთად დუშეთის რაიონის სოფელ წკერეში, ე.წ. ‘’მილიონას’’ მთაზე, ცხვრის სადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამალა.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შერჩევისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები; შესაბამისად, წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, მოსალოდნელი მკაცრი სასჯელისაგან თავის არიდების, დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელებისა და მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების რისკების, ბრალდებულის მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევისა და განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხეების გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულ მალხაზ კ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეურჩია პატიმრობა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2018 წლის 4 სექტემბერს 14:00 სააათზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში“, - ნათქვამია მცხეთის რაიონული სასამართლოს განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42