სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობა ხადას ხეობაში - მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებული 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური უკვე მიიყვანეს. სასამართლომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე უნდა იმსჯელოს.
დღეს გახდა ცნობილი გარკვეული დეტალები, მათ შორის მკვლელობის მოტივი, ამის შესახებ საქმის პროკურორმა ისაუბრა:
„დანაშაულის მოტივი არის ურთიერთშელაპარაკება, საფუძველი იყო იარაღის მოხმარების წესის დარღვევა, რაც არ მოეწონა გარდაცვლილ პიროვნებას, ბრალდებული ისე ატარებდა იარაღს, რომ შესაძლოა უსაფრთხო არ ყოფილიყო ბავშვისთვის და ეს არ მოეწონა, რის გამოც მან მიიღო შენიშვნა და სწორედ ამის გამო მოხდა შელაპარაკება, სხვა მოტივის კუთხთაც გამოძიება გრძელდება. თუ გამოიკვეთა სხვა ვერსია, ამ კუთხითაც მოვახდენთ რეაგირებას.
გამოძიებას ამ ეტაპზე მოწმე არ ჰყავს“, - განაცხადა პროკურორმა.
მასალის გამოყენების პირობები






