რომელი ბიზნესმენის დაყაჩაღებას გეგმავდნენ ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული პირები - ტერორიზმის საქმის ახალი დეტალები
სამართალი - 12:01, 11 Jul, 2018     4136
ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულმა რამაზ მარგოშვილმა სასამართლო პროცესზე მორიგი სკანდალური ინფორმაცია გაახმოვანა.

ბრალდებულმა თქვა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირები ასლანბეგ სოლტ ახმედოვი და იბრაჰიმ ადაშევი ერთ-ერთ ბიზნესმენზე თავდასხმას და დაყაჩაღებას გეგმავდნენ. ამ საქმის ერთ-ერთ ინიციატორად კი ბრალდებულმა შავლახ ქავთარაშვილი დაასახელა, რომელსაც მარგოშვილის მტკიცებით, ახმედ ჩატაევის ვალი ჰქონდა.

ცნობისთვის, შავლახ ქავთარაშვილი ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მარგოშვილთან ერთად დააკავეს, თუმცა მას არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება აქვს შეფარდებული, რადგან გამოძიებასთან ითანამშრომლა.

„ნიუპოსტი“ რამაზ მარგოშვილის ადვოკატს, ინგა ბოლოთაურს ესაუბრა. უფლებადამცველი ადასტურებს, რომ ბიზნესმენზე თავდასხმა იგეგმებოდა, თუმცა კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.

„რამაზ მარგოშვილმა ამ საკითხზე ისაუბრა, უბრალოდ, მე არ მაქვს უფლება, დავასახელო კონკრეტული გვარები. , რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ეს ადამიანები საქმის ერთ-ერთ მოწმესთან ერთად გეგმავდნენ თავადსხმას. სწორედ ამ მოწმის ინიციატივა იყო, განეხორციელებინათ ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაზეც თქვენ მესაუბრებოდით,“ - აღნიშნა ადვოკატმა.

კითხვაზე ჰქონდა თუ არა ლილოში დასაქმებულ ბიზნესმენს, რომელზეც თავადასხმა იგეგმებოდა, კავშირი აჰმედ ჩატაევის ბიზნესთან, რომელსაც ტერორისტი საქართველოში ფლობდა, უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ პირს ჩატაევთან შეხება არ ჰქონია.

„ეს საქმე თალაკვაძეს არ უკავშირდება, არც იმ 3 000 000 დოლარს, რაზეც ითქვა. ეს არის სხვა ეპიზოდი და მარგოშვილი ამ ეტაპზე ამხელს იმ მოწმეს, რომელმაც მარგოშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა“- განმარტა ბრალდებულის ინტერესების დამცველმა.

ამავე თემაზე: სკანდალი: რამაზ მარგოშვილი დუმილს არღვევს - ტერორიზმის საქმეზე ბრალდებული ჩატაევს სუს-ის დავალებით შეხვდა

ტერორისტის და სუს-ის კავშირის სკანდალური დეტალები - ჩატაევის ხმოვანი შეტყობინება გომელაურის უწყებას და $ 300 ათასი ხორცის ბიზნესში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42