ე.წ. ციანიდის საქმე - დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა საპატიმროში მოინახულა. ჟურნალისტებთან საუბრისას, რამიშვილმა განაცხადა, რომ დაკავებული დეკანოზი მზად არის შეხვდეს სასულიერო პირებს და მათ კითხვებს პასუხი გასცეს და ფარდა ახადოს ყველაფერს:
„ის მზად არის, ნებისმიერი რომელიმე მღვდელმთავარი, ვინც არ უნდა იყოს თუ გააჩნია კითხვები, ნებისმიერ დროს შევიდეს მასთან. სასოებით ელის მეუფე გრიგოლთან შეხვედრას. მზად არის, იმ კითხვებზე ისეთი პასუხები გასცეს, რომლითაც აბსოლუტურად ფარდა აეხდება ყველაფერს თუ ვინ რა როლს თამაშობდა და რასთან გვქონდა საერთოდ საქმე, მიიღებენ ამომწურავ პასუხს. შიდა სამზარეულოში ისეთი საკითხები, რომელიც მღვდელმთავრებმა უკეთესად იციან და წმინდა სინოდის წევრებს უფრო მეტად მოთხოვნა გააჩნიათ, რომ ერთმანეთთან მიმართებაში გაერკვნენ. იმიტომ, რომ ყველასთვის ცნობილია, რომ გარკვეულ ჯგუფებზეა ლაპარაკი, გარკვეულ დაპირისპირებებზეა ლაპარაკი. გარკვეულ სასულიერო პირების და საერო პირების მოქმედებებზე არის ლაპარაკი, რომელმაც ჩრდილში და დიდი ეჭვის ქვეშ დააყენა საერთოდ ყველაფერი,“-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა და აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძე კვლავ რჩება იმ აზრზე, რომ ციანიდის საქმე იყო მის და გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული.
მასალის გამოყენების პირობები






