მეტიც, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ჩატაევის თხოვნით მას ფინანსური პრობლემების მოგვარებაშიც ეხმარებოდა, თუმცა ჩატაევის საქართველოში შემოსვლასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
საქმის პროკურორის, ნანა ხუნჯუას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მარგოშვილს საკუთარი ჩვენებით მას ბრალი არ უღიარებია, გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება მაინც მოუწია.
„რამაზ მარგოშვილმა დაარღვია დუმილი და მისცა სასამართლოს ჩვენება. მან დაადასტურა, რომ კარგად იცნობდა ახმედ ჩატაევს, ასევე დაადასტურა, რომ სირიაში იმყოფებოდა ახმედ ჩატაევთან, საიდანაც დაბრუნდა კონკრეტული დავალებებით, რომელიც მისცა ჩატაევმა, ეხმარებოდა მას პირადი ვალების ამოღებაში და ა.შ...
შავლახ ქავთარაშვილთან დაკავშირებით რამაზ მარგოშვილმა სცადა აღნიშნული პირის დისკრედიტაცია, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მოწმემ ბრალდებულის მამხილებელი ჩვენება მისცა სასამართლოს. მარგოშვლილმა კონკრეტული არგუმენტების და დასაბუთების გარეშე განაცხადა, რომ ქავთარაშვილი გეგმავდა კონკრეტული დანაშაულების ჩადენას. მან ასევე დაადასტურა ნაცნობობა ბრალდებულ შოაიფ ბორზიევთან და სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ პირებთან, ასლანბეგ სოლტ ახმედოვთან და იბრაჰიმ ადაშევთან და ეს ხალხი მასთან სტუმრად იმყოფებოდა პანკისში რამოდენიმეჯერ“, - განაცხადა ნანა ხუნჯუამ.
მასალის გამოყენების პირობები






