საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეების მკვლელეობის შესახებ კომენტარი გააკეთა. მეზვრიშვილის ტქმით, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით – დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის წარედგინება:
„როგორც მოგეხსენებათ, გამოძიების საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. ბრალდებულს ბრალი უნდა წარედგინოს დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში. ამ ეტაპზე, ის ვერსია, რომელიც გამოძიების მიერ არის დადგენილი, არის ის, რომ მას ბრალად ედება ამერიკელი მოქალაქეების მკვლელობა. კერძოდ, იმ პირს, რომელიც ჩვენ გუშინ დავაკავეთ. თუმცა, გამოძიება გრძელდება, კომპლექსური საქმეა, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და განსხვავებული შედეგი თუ გამოიკვეთება, ბუნებრივია, ამის შესახებ ინფომაციას მოგაწვდით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






