შინაგან საქმეთა სამინისტროში შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც ზვიად დევდარიანის საქმეზეც ისაუბრა:
„გვსურს ასევე საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენაბათ, გამოძიება ადევნების ფაქტზე 2018 წლის 23 მარტს დაიწყო. დღეის მდგომარეობით ჩატარებულია 40-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხული და დაკითხულია 21 პირი. გამოკითხვაზე უარის თქმის გამო, რამდენიმე მოწმე მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხა. მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე პირებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, შევძელით დაგვედგინა მსხვერპლები. 10-მდე პირმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია მათ მიმართ განხორციელებული შესაძლო ადევნების, სექსუალური შევიწროვების და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა დანაშაულის შესახებ. გრძელდება გამოძიება, გამოსაკითხია რამდენიმე პირი, რომლებსაც თავად ზვიად დევდარიანი ასახელებს, რის შემდეგაც მიღებული იქნება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






