ხადას ხეობაში, აშშ-ის მოქალაქეების - რაიან და ლორა სმიტების განზრახ მკვკლელობის ბრალდებით დაკავებული 19 წლის მწყემსმა მოსახლეობას ლორა სმიტის გარდაცვალების შესახე თავად უამბო.
როგორც „ნიუპოსტს“ ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება, დაკავებული სამძებრო ღონისძიებებში თავადაც იყო ჩართული.
„მოსახლეობისთვის უთქვამს, მიშველეთ, ქალი კლდინად გადავარდა, მე ცხედართან ვერ მივდივარ, მეშინიაო. ამის შემდეგ, პოლიცია გამოიძახეს და სამაშველო ღონისძიებებში თავადაც იყო ჩართული, ცხენით თვითონ გამოუთრევია ცხედრები... რას ვიფიქრებდით, რომ ასეთი სადისტი იყო ჩვენს გვერდით“- აცხადებს ადგილობრივი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბრალდებულმა სავარაუდოდ, პირველად რაიან სმიტს თავის არეში ესროლა.
„თავში აქვს ნასროლი. უთქვამს, მისი ცოლი სიკვდილს გადავარჩინე, ამან კიდევ ხელი გამარტყა ცხვირ-პირში, გავბრაზდი და მოვკალიო. რაც შეეხება პატარას, ტიროდა და შემეცოდა ამიტომ ვესროლეო. საბოლოოდ კი კვალის დაფარვის მიზნით დამარხხა. პოლიციიას გამოკითხვის შემდეგ ადგილი თვითონვე აჩვენა“- განმარტავს ადგილობრივი.
შინაგან სამეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.
დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები






